შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს 20 ძველი ხის ტაძრიდან 5 სამტრედიაშია!

საქართველოს 20 ძველი ხის ტაძრიდან 5 სამტრედიაშია!

სამტრედია-ცნობილი სამტრედიელები

საქართველოს 20 ძველი ხის ტაძრიდან 5 სამტრედიაშია!

150 წლის წინ 85 ტაძარი ყოფილა ამჟამინდელი სამტრედიის ტერიტორიაზე…
დღევანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესია-მონასტრების სია (XIX-XX სს)
სია:
1. ბარისაჯავახოს ღვთისმშობლის ეკლესია;
2. ბარისაჯავახოს თავად დავით მიქელაძის წმ. გიორგის კარის ეკლესია;
3. ბარისაჯავახოს აზნ. დავით ამაღლობელის მაცხოვრის კარის ეკლესია;
4. ბარისაჯავახოს აზნ. დავით დარახველიძის წმ. გიორგის კარის ეკლესია;
5. ბაშის სულიწმინდის მოფენის ( ტირიფობის);
6. ბაშის წმ. მაცხოვრის;
7. ბაშის წმ. მოწამეთა კოზმან და დამიანეს ეკლესია;
8. ბაშის ღვთისმშობლის;
9. ბაშის აზნ. ნიკოლოზ ქორქაშვილის წმ. ნიკოლოზის კარის ეკლესია:
10. მეორე ეწერბაშის ამაღლების ეკლესია:
11. ქვედა ბაშის ( წიფნარის) ეკლესია;
12. გამოჩინებულის ( ქვაყუდე) წმ. გიორგის მონასტერი;
13. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესია;
14. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესია;
15. გომის მაცხოვრის ეკლესია;
16. გორმაღლის თავად ივანე წულუკიძის ღვთისმშობლის კარის ეკლესია;
17. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის;
18. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის;
19. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის;
20. დიდი ჯიხაიშის ღვთისმშობლის;
21. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ქაშუეთის;
22. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ყაზბეგის ( დიდიძეების);
23. დიდი ჯიხაიშის ეზოს ხატის ეკლესია;
24. ეწრის წმ. გიორგის ეკლესია;
25. ეწრის მაცხოვრის ეკლესია;
26. ეწრის ღვთისმშობლის ეკლესია;
27. ზედა ჭაგნის წმ. ბარბარეს;
28. იანეთის ღვთისმშობლის შობის;
29. იანეთის ეკლესია;
30. ილორის წმ. გიორგის;
31. კულაშის მაცხოვრის;
32. კულაშის მაცხოვრის ( ზედმიწერილი ჯვარცმის ეკლესიისადმი);
33. კულაშის იოაკიმეს და ანას ეკლესია;
34. კულაშის წმ. ბარბარეს;
35. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის;
36. კულაშის თავად კაცია წულუკიძის წმ. გიორგის კარის ეკლესია:
37. კულაშის თავად სიმონ წულუკიძის მაცხოვრის ამაღლების კარის ეკლესია:
38. მელაურის მთავარანგელოზის;
39. მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის;
40. მუხაღრუას წმ. გიორგის;
41. მუხაღრუას წმ. კვირიკესა და ივლიტის;
42. მუხაღრუას ს. გომის მირქმის ეკლესია;
43. ნაფაღაურის ღვთისმშობლის;
44. ნაჩხატაურის წმ. გიორგის;
45. ნიგორზღვის მაცხოვრის;
46. ნიგორზღვის წმ. გიორგის;
47. ნოღის წმ. გიორგის;
48. ორპირის ეკლესია;
49. ოფეთის მიქელგაბრიელ მთავარანგელოზის;
50. ოფეთის მთავარანგელოზის;
51. ოფეთის მაცხოვრის;
52. პატარა ჯიხაიშის წმ. მაცხოვრის;
53. სამტრედიის წმ. გიორგის;
54. სამტრედიის იოანე ნათლისმცემლის;
55. სამტრედიის პეტრე-პავლეს რუსული ეკლესია;
56. სამტრედიის ქვითკირის ეკლესია;
57. სამტრედიის მაცხოვრის ( ნინოშვილის უბანი):
58. სამტრედიის სანავარდოს წმ. გიორგის;
59. სამტრედიის სანავარდოს მაცხოვრის;
60. საჯავახოს მაცხოვრის;
61. საჯავახოს წმ. კვირიკესა და ივლიტეს;
62. საჯავახოს იოანე ნათლისმცემლის;
63. საჯავახოს მიქაელ მთავარანგელოზის;
64. ტოლების მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის;
65. ტოლების წმ. გიორგის;
66. ფრიდონიანთ ჯიხაიშის მთავარანგელოზის;
67. ფრიდონიანთ ჯიხაიშის მიქაელ მთავარანგელოზის;
68. ქვაყუდის ღვთისმშობლის;
69. ქორეისუბნის ღვთისმშობლის;
70. ღანირის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის;
71. ღანირის წმ. გიორგის;
72. ღანირის ( ახალი ღანირის) წმ. გიორგის;
73. ჩხენიშის ღვთისმშობლის;
74. წიაღუბნის კვირიკესა და ივლიტას;
75. ჭაგნის ღვთისმშობლის მიძინების;
76. ჭაგნის ღვთისმშობლის შობის;
77. ჭოგნარის მაცხოვრის;
78. ხუნჯულაურის მაცხოვრის;
79. ჯიქთუბნის წმ. წინასწარმეტყველ ილიას;
80. ჯიხაიშის მაცხოვრის;
81. ჯიხაიშის წმ. გიორგის;
82. ჯიხაიშის თავად როსტომ ჩხეიძის ღვთიმშობლის შობის კარის ეკლესია;
83. ჯიხაიშის წმ. გიორგის;
84. ჯიხაიშის სერგიეთის წმ. გიორგის;
85. ჯიხაიშის ( სალიბერო) ეკლესია.
ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, N4, 2003წ.
ედიშერ გვენეტაძე ანზორ სიჭინავა
ძველი პერიოდის მკვლევარი თემურ ჭახნაკია
ფოტო: მიშამიშა შენგელია
შეიძლება იყოს კოტსუოლდსი and ბუნება გამოსახულება
წმინდა გიორგის მამათა მონასტერი XVI საუკუნით თარიღდება, ტაძარი ბაზილიკური სტილისაა, მის დასავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით, ფასადები სადაა. ნაგებობა მთაზე დგას და ვრცელი, ლამაზი ხედით გამოირჩევა. მას ერთი მხრიდან გარს ერტყმის ბახმაროს მთები და გურიის მთიანეთი, ხოლო კარგი ამინდის დროს აქედან მრავალი კილომეტრით დაშორებული პალიასტომის ტბისა და ფოთის შუქურას დანახვაც შეიძლება. გადმოცემის თანახმად მთას, სადაც ტაძარია აგებული თავდაპირველად “სანდო” შეარქვეს. რადგან კარგი სამალავი ადგილი იყო. ამჟამად მთას ზანდოს ეძახიან.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ჭაგანის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — დარბაზული ტიპის ხის ეკლესია საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში.
ეკლესია დგას ბეტონის ბაქანზე. სახურავი ოთხივე მხრიდან გადაცილებულია ეკლესიის ძირითად დარბაზს, რაც ქმნის აივნის იმიტაციას. შეფიცრული სახურავი ეყრდნობა ბეტონის ბაქანზე აღმართულ ქვის ბაზისებზე მდგარ ხის მრგვალ სვეტებს. ეკლესიას აქვს შეისრულთაღოვანი ხის სამი კარი და შვიდი სარკმელი. აქედან სამი სარკმელი საკურთხეველშია, ორ–ორი კი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე. ხის კედლები ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის კარგად დამუშავებული ფიცრებისაგან. იატაკზე დაგებულია სწოკუთხა ქვის ფილები. ინტერიერში ხის თაღოვანი კამარა ეყრდნობა ლითონის კონსტრუქციასა და ტაძრის ხის კედლებს. 1871–1884 წლებში ტაძარი აუგია მაქსიმე ხვიჩიას.
 
  თბილისში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება — ნახეთ მისამართები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი