სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.

ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.

ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  7 ადგილი საქართველოში, სადაც სტიქიის საფრთხეა - რა წერია გარემოს სააგენტოს ბიულეტენში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი