პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსამი სენატორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

სამი სენატორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებებზე, არის ღალატი ქართველი ხალხის ნათელი და აბსოლუტური სურვილისა, მიიღოს ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტები, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის, როჯერ უიკერისა და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ეს არ არის დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქმედება, არამედ არასტაბილური რეჟიმის, რომელიც საქართველოს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიაქანებს“.

„ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას. ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, ცემას და მასობრივ დაკავებებს არ აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ქართულმა ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების შესუსტებაზე, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს განგრძობით სოლიდარობასა და მოქმედებას“, – აღნიშნულია სამი სენატორის განცხადებაში.

  ტრაგედია თბილისში — ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი