ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში – შეიძლება შეიცავდეს...

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში – შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია – ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს“-ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია  „ფორტუნა პლუსის“ ეთერში  საკვებ დანამატებზე და ვიტამინებზე საუბრობს

ზაზა თელია ამბობს, რომ არანაირი როლი ამ დანამატებს არ აქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ვიტამინი და გაიტანოს სააფთიაქო დახლებზე, რომელიც არსად არ მოწმდება.

„როდესაც ვსაუბრობთ მედიცინაზე, როდესაც ექიმი ერევა პაციენტის ჯანმართელობაში, ეს ნიშნავს, რომ პათოლოიგიური პროცესი უნდა გამოსწორდეს. პაციენტი იმიტომ იკეთებს ნემსს, რომ მიიღოს ეფექტურობა და უსაფრთხოება. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ფარმაკოლოგიური მექანიზმები, რომლებმაც პათოლოგიური პროცესები უნდა გამოასწოროს.

რატომ არის საერთოდ საჭირო ვიტამინები?

ვიტამინებს აქვთ თავისი როლი და დანიშნულება. როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იღებს გარკვეულ ვიტამინებს, მათ შორის ახლა ყველაზე პოპულარულია ვარჯიშის დროს მისაღები დანამატები, ისმის კითვა, რა სარგებელს აძლევენ ისინი ადამიანებს?

ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და იღებენ ამ დანამატებს, გადაჭარბებით იღებენ. გადაჭარბებული ცილის მიღება დანამატის სახით ორგანიზმისთვის საზიანოა. ცილის მიღება საკვები პროდუქტებიდან საკმარისად არის შესაძლებელი. ცილას ახასიათებს ცხიმად გადაგვარება. ეს ცხიმი არ არის აუცილებელი იყოს კანქვეშა. შეიძლება ვისცელარულ ორგანოებში ჩალაგდეს და რეალურად ზიანი მიიღოს ადამიანმა.

მედიკამენტებისგან განსხვავებით საკვები დანამატები და ვიტამინებიც მათ შორის არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ვიტამინი და გაიტანოს სააფთიაქო დახლებზე. არსად არ მოწმდება, მათ შორის არც ამერიკაში. როდესაც მსგავსი დანამატებისა და ვიტამინების მწარმოებელი კომპანიები FDA სერტიფიკატზე მიუთითებენ, ტყუილია, ისინი არ მოწმდება…

საკვები დანამატები არ არის უსაფრთხო. შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია. ეს დანამატები შეიძლება შეიცავდეს ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს…“ – ამობს ზაზა თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რატომ ცხადდება ვაკანსია იქ, სადაც უკვე იციან, ვის აიყვანენ და ვალდებულია ორგანიზაცია, დაგვისაბუთოს, რატომ გვეუბნება უარს დასაქმებაზე? - იურისტის პასუხები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი