ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაინტერესო ფაქტები ცხოველებზე

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

პროფესორის კომენტარი — გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

  • ერთ სკაში ფუტკრების რაოდენობა ჩვეულებრივ 20 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს. დედოფალი ფუტკარი დღეში დაახლოებით 1500 კვერცხს დებს და საშუალოდ ორ წელს ცოცხლობს, ხოლო მუშა ფუტკარი, რომელიც გამრავლებაში არ მონაწილეობს, დაახლოებით 40 დღეს ცხოვრობს და მთელი სიცოცხლე მუშაობაში ატარებს.

  •  ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.
  • მოზრდილ ვეშაპს შეუძლია მხოლოდ ორ წამში დაახლოებით 2400 ლიტრი ჰაერი შეისუნთქოს.

  • ღამურები ფრენისას საკუთარი ხმით ორიენტირდებიან, თუმცა ამ ხმის მოსმენა მათთვის უშედეგო იქნებოდა — ამის გამო ისინი დროებით ყრუ გახდებოდნენ.

  • მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველის, კოლიბრის, 320-ზე მეტი განსხვავებული სახეობა არსებობს.

  • იგუანას უნარი აქვს წყალქვეშ თითქმის ნახევარი საათი, დაახლოებით 28 წუთი გაძლოს.

  • დედამიწაზე დაახლოებით 500 ზოოპარკი ფუნქციონირებს.

  • მუხლუხოს სხეულში კუნთების რაოდენობა ადამიანისას აღემატება.

  • ბელიზი უნიკალური ქვეყანაა, სადაც იაგუარი კანონით დაცულ ცხოველად არის გამოცხადებული.

  • ვირთხა წყლის გარეშე არსებობას აქლემზე უფრო დიდხანს ახერხებს.

  • წივწივა საკუთარი ბარტყების გამოსაკვებად დღე-ღამეში დაახლოებით ათასჯერ მიფრინავს.

  • ძველ ეგვიპტეში ნათესებისა და სავარგულების ყველაზე დიდ საფრთხედ არა მწერები, არამედ ბეჰემოთები მიიჩნეოდა.

  • ზვიგენი ნადავლზე შეტევისას თვალებს ხუჭავს, რათა მსხვერპლმა არ დააზიანოს ისინი.

  • სკუნსს ერთდროულად ვერ შეუძლია კბენა და მისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამოყოფა.

  •  კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს.
  •  რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო ძლიერ შხამიანია.
ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე WHO-ს ექსპერტი Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოშიგაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი 25 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილებით
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა:
ავტორს არ აქვს ფინანსური ან სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რა დრო სჭირდება თბილისში სახლიდან სამსახურამდე გადაადგილებას?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი