შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„სააღდგომო პერიოდში დაახლოებით 15-18%-ით მეტი კვერცხია საჭირო“ - „კოდა“

„სააღდგომო პერიოდში დაახლოებით 15-18%-ით მეტი კვერცხია საჭირო“ – „კოდა“

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად კვერცხის გაყიდვების მაჩვენებელი იმატებს. „კოდას“ გენერალური დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სააღდგომოდ 15-18%-ით მეტი პროდუქტის წარმოებაა საჭირო. ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, რომ ჯერ რთულია საბოლოო გაყიდვების მაჩვენებლის დასახელება, რადგან მომხმარებელი ჯერ კიდევ შეძენის პროცესშია.  

 

„სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ აღდგომის წინ კვერცხის რეალიზაცია ყოველთვის მატულობს. დაახლოებით 15-18%-ით მეტი კვერცხია საჭირო. ჩვენი კომპანია აწარმოებს საკმარის რაოდენობას და მიწოდების პრობლემა არ არის. სრულად ვაკმაყოფილებთ ჩვენს მომხმარებელს. საბოლოო გაყიდვები მოდის ბოლო კვირაზე“, – აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

 

„კოდას“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ დღესასწაულის წინა პერიოდში კვერცხის ფასი იაფდება, რადგან ქსელური მაღაზიების პროდუქტზე ფასდაკლებებს აკეთებენ. მისი თქმით, წელს პროდუქტის შეძენა მისაღებ ფასში არის შესაძლებელი.

 

„ზოგადად, წინასააღდგომოდ კვერცხი საბოლოო მომხმარებლისთვის გაიაფებულია. ქსელურ მარკეტებში ნახავთ უამრავ ფასდაკლებას. ამ მიმართულებით ნორმალური სიტუაციაა. ხელმისაწვდომია კვერცხი და ამისთვის რითეილერებს მინდა მადლობა გადავუხადო. ადეკვატურ ფასად ყიდიან კვერცხს“, – აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  თბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით დაწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი