ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარძის ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასს შეესაბამება - სებ-ის კვლევა

რძის ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასს შეესაბამება – სებ-ის კვლევა

სებ-ის კვლევა, რომელიც 2021- 2024 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველოში სოფლის მეურნეობის ბაზარს მიმოხილავს.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ის მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ბიზნესგარემოსა და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას.

სებ-ის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში რძისა და რძის ნაწარმის დღიურმა წარმოებამ 841 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 4 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2021 წელს ქვეყანაში დღიური წარმოება 780 ათასი ტონა იყო, 2022 წელს – 822 ათასი ტონა, 2023 წელს – 824 ათასი ტონა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დღიურად მოხმარების 91% ადგილობრივ პროდუქციაზე მოდიოდა, ხოლო 9% იმპორტირებულზე. პროცენტულად იგივე მაჩვენებლები იყო წინა 3 წლის განმავლობაშიც.

რაც შეეხება რძის ფასს, კვლევის მიხედვით მზარდია და მსოფლიო ფასებთან შესაბამისობაშია.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 1 ლიტრი რძის ღირებულება საშუალოდ 0,59 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იქ რძის ფასები ასე გამოიყურება:

  • ინდოეთი – 1 ლიტრი 0,69 აშშ დოლარი;
  • აშშ – 1 ლიტრი 0,46 აშშ დოლარი;
  • ჩინეთი – 1 ლიტრი 0,54 აშშ დოლარი;
  • ბრაზილია – 1 ლიტრი 0,43 აშშ დოლარი;
  • გერმანია – 1 ლიტრი 0,51 აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 1 ლიტრი 0,39 აშშ დოლარი;
  • საფრანგეთი – 1 ლიტრი 0,54 აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 1 ლიტრი 0,47 აშშ დოლარი;
  • სომხეთი – 1 ლიტრი 0,47 აშშ დოლარი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში 1 ლიტრი რძის ფასი 2022 წელს 0,54 აშშ დოლარი იყო, 2021 წელს – 0,38 აშშ დოლარი.

  ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 106-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი