შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარუსთაველზე გამართული აქცია „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში - რა ვიცით 3 Body problem-ზე,...

რუსთაველზე გამართული აქცია „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში – რა ვიცით 3 Body problem-ზე, რომელშიც 5 მეგობარი დედამიწისთვის დამღუპველ აღმოჩენებს აკეთებენ

21 მარტს სტრიმინგ სერვის “ნეტფლიქსზე” ახალი სერიალის, სახელად “3 Body problem”, პრემიერა შედგება. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელზეც მუშაობენ დევიდ ბენოფი, დიბი უესი და ალექსადრ ვუ. სერიალი ეფუძნება ჩინელი ავტორის, Liu Cixin-ის რომანს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ლეგენდარულ “სამეფო კარის თამაშებზე” იმუშავეს.

“ხუთი მეგობარი დედამიწისთვის დამღუპველ აღმოჩენებს აკეთებს, როდესაც მეცნიერების კანონებით მოქმედებ, ჩნდება ეგზისტენციალური საფრთხე“, – ვკითხულობთ სერიალის შესახებ “ნეტფლიქსის” ოფიციალურ გვერდზე.

ერთი ეპიზოდის გადასაღებად დაახლოებით 25 მილიონი დოლარია დახარჯული. სწორედ ამიტომ, ის უკვე ითვლება “ნეტფლიქსის” ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად.

ასე რომ, სერიალის მიმართ მოლოდინი დიდია და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ახლახან გამოქვეყნებულ თრეილერში, ერთ-ერთ კადრში თბილისს ვხედავთ – კადრზე თბილისი, რუსთაველის გამზირი და საპროტესტო აქცია ჩანს. ჯერჯერობით უცნობია, რა კონტექსტშია თბილისი და საქართველო სერიალში. დაველოდოთ – პრემიერა 21 მარტს იქნება. მანამდე ნახეთ თრეილერი:

  თბილისის ძველი და ახალი არქიტექტურა — ფოტომოგზაურობა დროში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი