ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარომელი ლოცვა იკითხება დღეიდან

რომელი ლოცვა იკითხება დღეიდან

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.

ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).

ლოცვა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

****

ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს.
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.

პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.

ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

  „გლობალური ჰეგემონიის ექსკლუზიური კლუბი გაუქმებულია. შეერთებული შტატები აღარ ფლობს მსოფლიო წესრიგის მართვის მონოპოლიურ გასაღებს. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ახალი არქიტექტურა იქმნება და სადისკუსიო აღარ არის ის, გადავდივართ თუ არა მულტიპოლარულ ეპოქაში — ჩვენ უკვე ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ“-ირაკლი ყიფიანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი