რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა. კითხვის გაგრძელება…