შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

როგორიც არ უნდა იყოს სახლი, მას ყოველთვის უხდება ბიბლიოთეკა. თუმცა  ბიბლიოთეკა მხოლოდ “წიგნების სათავსო” არაა – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კუთხეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგანაც იგი მათთვის განტვირთვისა და დასვენების სივრცეა.

როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

იატაკიდან ჭერამდე წიგნები სახლის რომელიმე კუთხეში მშვენიერი ხერხია ბიბლიოთეკის მოსაწყობად. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ასეთ კუთხეში ერთი ან ორი სკამი დაგჭირდებათ. აქვე ერთ რჩევას მოგცემთ:  დაკიდეთ ამ კუთხეში ხელოვნების ნიმუში, რათა სულ სხვაგვარი და ორიგინალური ელფერი მიანიჭოთ თქვენს საკითხავ კუთხეს.

გქონდეთ თანამედროვე ბიბლიოთეკა, სრულიადაც არაა რთული. საამისოდ მხოლოდ ხის მუქად შეღებვა და რამდენიმე თანამედროვე დიზაინობიექტი დაგჭირდებათ. ასეთი ობიექტი კი ამ კონკრეტულ ბიბლიოთეკაში ნაქსოვი სკამია, რომელიც სივრცეს მოდერნისტულ იერს ანიჭებს.

როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

თუკი ბიბლიოთეკა არ გაქვთ, მაგრამ ძალიან გინდათ, რომ მსგავსი აურა შექმნათ თქვენს ინტერიერში, ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ კედლის ქაღალდი წიგნების პრინტით.

როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

თუკი არ გაქვთ სივრცე საიმისოდ, რომ წიგნებს ცალკე ოთახი ან დიდი ზონა გამოუყოთ, შეგიძლიათ ისინი თქვენს საძინებელში განათავსოთ – მერე რა, თუ ეს უჩვეულოა, სამაგიეროდ, თქვენს ოთახს ბევრად უფრო მყუდროსა და ლამაზს  გახდით.

როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

#drpkhakadze

  „თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ახალი სტადიონის ასაშენებლად გათვალისწინებული 1 მილიარდი ლარი, ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარებას მოხმარდება“-ალეკო ელისაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი