სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიროგორ უნდა შეიცვალოთ სახელი/გვარი, რა თანხა დაგიჯდებათ - ვრცელი ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან

როგორ უნდა შეიცვალოთ სახელი/გვარი, რა თანხა დაგიჯდებათ – ვრცელი ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან

საქართველოში მოქალაქეს უფლება აქვს, სახელი და გვარი შეიცვალოს და ამისთვის სხვადასხვა პროცედურა გაიაროს. დეტალური ინფორმაცია იუსტიციის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მათი ინფორმაციით, საქართველოში სახელისა და გვარის შეცვლის უფლება აქვს:

საქართველოს მოქალაქეს;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა დაბადების ხელახალი რეგისტრაციისა);

გასათვალისწინებელია, რომ შეცვლილი მონაცემების შემდეგ, ადამიანი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც შეცვალოს.

თუკი სახელის, ან გვარის შეცვლა გსურთ, რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, მიმართოთ:

იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

აღსანიშნავია, რომ სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ:

სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

მშობელთა შეერთებული გვარი;პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);

საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;

ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

მშვილებლის გვარი;

ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;

სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა. ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:

აღიდგინოს ისტორიული გვარი;

მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;

დაიდგინოს გვარი.

გასათვალისწინებელია, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.

პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში.

სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე შეიძლება, შესაბამის სტრუქტურებს მიმართოს:

სრულწლოვანმა პირმა;

6 წლამდე არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა;

16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია სახელის ან/და გვარის შეცვლის; გვარის დადგენის; გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; შესაბამისი წარმომადგენლობის უფლების მქონე (მინდობილმა) პირმა, თუ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.

სახელის ან/და გვარის შეცვლისთვის უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე;

პირადობის დამადასტურებელი საბუთი;დაბადების მოწმობა;

ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);

არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ);

მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ);

მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანია რასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირიგვარის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით სხვა დოკუმენტებიცაა წარსადგენი.

სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს. მომსახურების საფასურია -75 ლარი; დაუშვებელია სახელის ან/და გვარის შეცვლა დაჩქარებული წესით. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი