ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტიროგორ უნდა გაფორმდეს ქონება ბავშვზე და ექნებათ თუ არა მშობლებს ამ ქონების...

როგორ უნდა გაფორმდეს ქონება ბავშვზე და ექნებათ თუ არა მშობლებს ამ ქონების გაყიდვის ან გაქირავების უფლება – იურისტის პასუხი

შეიძლება თუ არა, რომ უძრავი ქონება ბავშვის სახელზე გავაფორმოთ, როგორ ხდება ბავშვის ქონების განკარგვა და რა უნდა ვიცოდეთბავშვთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებაზე.

საუბროს იურისტი გვანცა გურგენიძე:

– ბავშვებს, ისევე როგორც სრულწლოვნებს, აქვთ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანი პირების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. ისინი განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდიან ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. კანონის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, ბავშვს უფლება აქვს მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დათქმა, რომლის თანახმადაც, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. აქ შეიძლება გაგვიჩნდეს რამდენიმე კითხვა. კერძოდ, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ვინ უნდა დაადგინოს და რა მოიაზრება ქონების განკარგვაში. ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

11 March, 2025
გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

მარტი 11, 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

მარტი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი