ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე – როგორ მიჰყავს გინეკოლოგიურ პრობლემებამდე გოგონა...

„როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე – როგორ მიჰყავს გინეკოლოგიურ პრობლემებამდე გოგონა ეკრანდამოკიდებულებას“ – თემურ მიქელაძე გვაფრთხილებს

როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე

პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე:

„სპეციალისტების შეფასებით, ეკრანებთან ჭარბი დროის გატარება საზიანოა როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება პრეპუბერტატულ ასაკში მყოფ გოგონებს სჭირდება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მომავალში გვყავდეს ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა და გაუმჯობესდეს შობადობის მაჩვენებელი, რასაც ცხოვრების წესი პირდაპირ უკავშირდება.

ეკრანზე დამოკიდებულება ზრდის ისეთი პრობლემების განვითარების ალბათობას, როგორიცაა მეტაბოლური დარღვევები, ჭარბი წონა და ნევროლოგიური გართულებები. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები გვიანობამდე იყენებენ ტელეფონსა თუ სხვა მოწყობილობებს, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ისვენებენ. გამოუძინებლობა კი იწვევს ნეიროენდოკრინულ ცვლილებებს, რაც საბოლოოდ სხვადასხვა გინეკოლოგიურ სირთულეში აისახება.

ექიმებს ხშირად მიმართავენ მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამო — ზოგ შემთხვევაში ციკლი მცირდება, ზოგჯერ კი პირიქით, უჩვეულოდ იწელება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 15 წლამდე ასაკში მენსტრუაცია ბუნებრივად შეიძლება არასტაბილური იყოს და ზოგჯერ რამდენიმე თვეში ერთხელაც კი გამოვლინდეს.

სპეციალისტების მთავარი რჩევა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დაბალანსებულ კვებას ეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 9-დან 15 წლამდე ასაკის გოგონები აქტიურ, ჯანსაღ რეჟიმში ცხოვრობდნენ. ეს ხელს შეუწყობს მათ სწორ განვითარებას, ჯანმრთელ რეპროდუქციულ ასაკამდე მისვლას და საბოლოოდ — ძლიერი და ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ახალგაზრდებში ანევრიზმები გახშირდა – თუ თავის ტკივილი მედიკამენტს არ ექვემდებარება და გახანგრძლივებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი