ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტიროგორ მოიქცეთ, როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გაბარებთ

როგორ მოიქცეთ, როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გაბარებთ

უძრავი ქონების შერჩევისას, განსაკუთრებით, მშენებარე მდგომარეობაში, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, რათა შემდგომი გართულებები ავირიდოთ თავიდან. ამ პროცესში არსებითი ადგილი სამართლებრივ ინფორმირებულობას უჭირავს. განსაკუთრებით ხშირია ვადის გადაცილების პრობლემა, რომელიც არამხოლოდ მსხვილი და წარმატებული კომპანიების, ასევე შედარებით პატარა კომპანიების შემთხვევაშიც იჩენს თავს.

იურიდიული რჩევები ოთარ კაჭკაჭაშვილისგან

საფეხურები:

– ბატონო ოთარ, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, უძრავი ქონების შეძენის რა რეგულაციას ითვალისწინებს კანონმდებლობა?

– უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთების შემთხვევისგან განსხვავებულ წესს ადგენს, რაც მოიაზრებს შემდეგს:

იმისათვის, რათა ბინის შემძენი ჩაითვალოს უძრავი ნივთის მესაკუთრედ და წარმოეშვას მესაკუთრის უფლება-მოვალეობები, აუცილებელია 2 კომპონენტის დაცვა:

1. ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და

2. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

– ანუ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება და უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდა არ არის საკმარისი…

– დიახ, არ არის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულებებს წარმოშობს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ცვლილებას უძრავ ნივთზე.

საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, უძრავის ნივთის მესაკუთრედ სწორედ ის პირი ითვლება, ვინც ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

შესაბამისად, თუკი რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია არ განხორციელდა, მხოლოდ ხელშეკრულების დადება საკუთრების უფლებას ვერ შეცვლის უძრავ ნივთზე. საკუთრების უფლება შემძენზე წარმოიშობა სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ.

– ძალიან პრობლემურია ბინის შეძენა, განსაკუთრებით, მშენებარე მდგომარეობაში. რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს ამ კუთხით?

– დიახ, გეთანხმებით, ბინის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია და დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს, განსაკუთრებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე.

უმჯობესი იქნება, შეამოწმონ გამყიდველი კომპანია სამეწარმეო რეესტრში, რათა მიიღონ ინფორმაცია შესაძლო აკრძალვებისა და ყადაღების შესახებ, რამაც შესაძლოა სამომავლოდ დაბრკოლებები წარმოქმნას. ასევე, სასურველია შეამოწმონ უძრავი ქონების სტატუსიც, რათა გამოირიცხოს ფართზე რაიმე სახის შეზღუდვა/იპოთეკა/სხვა ვალდებულება.

უშუალოდ მშენებარე ბინის შემთხვევაში, აღვნიშნავ, რომ მას მინიჭებული უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი და ხელშეკრულების გაფორმებამდე, სასურველია, განაახლონ ის. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი