ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტიროგორ მეყოს ხელფასი? - 5 რამ პერსონალური ფინანსების შესახებ, რაც ყველამ უნდა...

როგორ მეყოს ხელფასი? – 5 რამ პერსონალური ფინანსების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ფინანსების და, ზოგადად, ქონების მართვა ყოველთვის იყო ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სანამ ვალუტა გაჩნდებოდა, ადამიანები ბარტერითა და გადახდის სხვა მეთოდებით სარგებლობდნენ და თავიანთ საჭიროებებს ამგვარად იკმაყოფილებდნენ. 5 000 წლის წინ კი მესოპოტამიელებმა თავიანთი ვალუტა – შეკელი შექმნეს, თუმცა ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი განსხვავებული თეორია არსებობს.

ბარტერის თუ ვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში, ადამიანებს ათასწლეულების მანძილზე უწევდათ საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტი, რისი გამოცდილებაც მომავალ თაობებში აკუმულირდებოდა და იხვეწებოდა. დღეს გადახდის საშუალებებს ტრადიციული ვალუტის გარდა დაემატა ციფრული ვალუტები და კრიპტოვალუტებიც, ეს უკანასკნელი კი სრულად თავისუფალ ბაზარზეა დამოკიდებული და ცენტრალური ბანკების მიერ ვერ რეგულირდება.

ამრიგად, ფინანსების მართვაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანები ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და მაშინ, როცა ციფრულ ეპოქაში ყველაფერი ისე გამარტივდა, როგორც არასდროს, საკუთარი შემოსავლების მენეჯმენტი მაინც გამოწვევად რჩება.

ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ პირადი ფინანსების მართვაზე და მეთოდებზე, რომლებიც სწორ მენეჯმენტში დაგვეხმარება. ადამიანისთვის სახელფასო ანაზღაურება, პასიური თუ სხვა ტიპის შემოსავალი არასდროს არის და იქნება საკმარისი, რადგან მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოთხოვნების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების სურვილს ნიშნავს.  როგორ ვიპოვოთ ბალანსი ამ უკანასკნელსა და ფინანსების სწორ მენეჯმენტს შორის?

ხარჯვის შესახებ ჩანაწერების გაკეთება

რუტინა – ალბათ ეს არის პირველი, რაც ხარჯვის შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე გახსენდებათ. დიახ, მართლაც არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა აუცილებელი, თვიური დანახარჯების შესახებ აღრიცხვა ვაწარმოოთ, იქნება ეს ფურცელზე თუ რომელიმე პროგრამაში. თვის დასაწყისში თითქმის ყოველთვის ვიცით წინასწარი ხარჯები, მათი აღრიცხვა კი საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავითვალოთ, რა თანხა გვითავისუფლდება და რამდენად შეგვიძლია, საჭიროებების გარდა ის სურვილებზეც დავხარჯოთ.

არსებობს ყოველთვიური შემოსავლის გადანაწილების 50/30/20 მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოსავლის 50% იხარჯება საჭიროებებში, 20% – სურვილებში, ხოლო 20% დანაზოგში ან სასესხო ვალდებულებაში. თუ ვხვდებით, რომ საჭიროებების ხარჯები 50%-ს აჭარბებს, რეკომენდებულია სურვილებისთვის გამოყოფილი თანხა შევამციროთ, ხოლო დანაზოგის ოდენობა უცვლელად დავტოვოთ. თუ პირველ ეტაპზე ხარჯვის აღნიშნული სქემა გარკვეული დისკომფორტის მომტანი შეიძლება გახდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ჩვენი ცხოვრების ხარისხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და სწორად ხარჯვის ჩვევის გამომუშავებაში დაგვეხმარება.

ფინანსური მიზნების სწორად განსაზღვრა

ფინანსური მიზნების განხორციელების პროცესი მოიცავს  მსხვილი ინვესტიციის ჩადებამდე ან დიდი დანახარჯების გაწევამდე მომზადებას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.

მაგალითისთვის, თუ თქვენს ფინანსურ მიზნებს შორის უძრავი ქონების შეძენაა, რისთვისაც 20-წლიან  უზრუნველყოფილ სესხს იღებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია შემოსავლების სტაბილურობა და სურვილების დასაკმაყოფილებლად ხარჯვისას შეიძლება თავის შეზღუდვა მოგიწიოთ.

ამასთან, მსგავსი გრძელვადიანი ფინანსური მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გარკვეული დანაზოგით მოემზადოთ, რასაც, მაგალითად, საბანკო ინსტიტუტიდან სესხის აღებისას წინასწარი შენატანის სახით გამოიყენებთ, რაც გადასახდელი თანხის ძირს გამოაკლდება და პროცენტი მხოლოდ დარჩენილს დაერიცხება.

სახლის, ავტომობილის, კომერციული ფართის შეძენის, მოგზაურობის თუ სხვა სურვილისა და საჭიროების ასრულებისას სასურველია ყოველთვიური გადასახადი არ აღემატებოდეს შემოსავლის 20%-ს, რათა დიდმა ფინანსურმა ვალდებულებებმა ცხოვრების ხარისხზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს.

იმპულსურად შოპინგისგან თავის შეკავება

სტრესი, მოწყენილობა, საზეიმო განწყობა ან ქცევითი დარღვევა, შოპინგზე დამოკიდებულება შეიძლება იმპულსურად ყიდვის მიზეზი გახდეს. ამ დროს ადამიანი სწრაფად და გაუაზრებლად იღებს ისეთი ნივთების ან სერვისების შეძენის გადაწყვეტილებას, რაც არ სჭირდება ან მანამდე არ ჰქონდა დაგეგმილი.

აღნიშნული ქმედება გარკვეული დოზით შეიძლება ყველა ადამიანს ახასიათებდეს. მართლაც, რთულია თუნდაც სასურსათო მარკეტის დატოვება ისე, რომ ფასდაკლებული პროდუქციის კუთხეს თვალი არ შეავლო და რაიმე არ გამოაყოლო ხელს, თუნდაც არ გჭირდებოდეს იგი. ზოგიერთ ჩვენგანს ამის კონტროლი შეუძლია, ზოგი კი იმპულსების ტალღებს ბოლომდე შეჰყვება სიღრმეში და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებამდეც შეიძლება მივიდეს, რასაც შემდეგ ფსიქოლოგის ჩართულობა სჭირდება.

თუ მიგაჩნიათ, რომ იმპულსურად შოპინგი გახასიათებთ, მის გასაკონტროლებლად შეგიძლიათ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ: არასდროს გადააჭარბოთ ბიუჯეტს, რაც საყიდლებისთვის გაქვთ განსაზღვრული, არ შეიძინოთ ნივთი, რომლის გამოყენებაშიც ეჭვი გეპარებათ, საყიდლებზე წასვლამდე ჩამოწერეთ სია, არასდროს წახვიდეთ სავაჭრო ცენტრში მაშინ, როცა ემოციურ მდგომარეობაში ხართ და საბანკო ბარათით ანგარიშსწორების ნაცვლად გამოიყენეთ ნაღდი ფული, ასე უფრო მარტივია წინასწარ გამოყოფილი თანხის კონტროლი.

ანაბრის ტიპის სწორად განსაზღვრა

ბანკები ბევრ სხვადასხვა ტიპის ანაბარს გვთავაზობენ, იქნება ეს ყულაბა, ვადიანი ანაბარი, სეიფი თუ სხვა. მნიშვნელოვანია, ჩვენი ხარჯვითი ქცევის, შემოსავლებისა და მიზნების მიხედვით განვსაზღვროთ, რა სახის ანაბარი იქნება ჩვენთვის შესაფერისი – ყოველთვიურად ფიქსირებული თანხის გადარიცხვა თუ ყველა ტრანზაქციაზე წინასწარ მითითებული თანხის ავტომატურად ჩამოჭრა. თუ დღის განმავლობაში ხშირად გიწევთ ბარათით ტრანზაქციის განხორციელება, მაშინ „ყულაბით“ საკმაოდ სოლიდური თანხის შეგროვებას შეძლებთ.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ანაბარზე დარიცხული სარგებელი ლარში უფრო მაღალია, ვიდრე დოლარსა და ევროში. მაგალითად, თუ ერთ-ერთ ბანკში 1-წლიან ანაბარზე ლარში წლიური ეფექტური პროცენტი 11,80%-ს შეადგენს,  დოლარში გაცილებით დაბალი – 1,20% იქნება (სარგებლის ვადის  ბოლოს გატანის შემთხვევაში).

დანაზოგთან დაკავშირებით ასევე სასურველია, რომ 3-6 თვის სამყოფი თანხა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის წინასწარ გქონდეთ გადადებული, გახარჯვის შემთხვევაში კი შეავსოთ.

მე-13 ხელფასი

თუ დამსაქმებელი არ გიხდით მე-13 ხელფასს, შეგიძლიათ, საკუთარი თავი ამით თავად დაასაჩუქროთ. თითქმის ყველა წამყვანი ბანკის მობილბანკი უკვე საშუალებას იძლევა მე-13 ხელფასის დასაგროვებლად გახსნათ ანაბარი და სისტემა თავად დაითვლის, თვეში რა თანხის გადარიცხვა მოგიწევთ ამისთვის. შვებულების პერიოდში თუ წინასაახალწლოდ გაორმაგებული ხელფასის აღება მართლაც დიდი შვება იქნებოდა. 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი