ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ იმყნობა კაკალი - ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე

როგორ იმყნობა კაკალი – ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე

როგორ იმყნობა კაკალი

კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა. მაგ­რამ ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამ­ყნო­ბენ წინასწარ ამ მიზნით გამოყვანილ თესლნერ­გებს. თესლნერგებს ამყნობენ სათბურებში იანვარ-თებერვალში. საძირეებად იყენებენ წვრილ­ნაყოფა კირკიტი კაკლის ძლიერი ჯიშების თესლნერგებს.
მყნობამდე 1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისათვის, რომ საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა, მას წვერს აჭრიან და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება. ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულკვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ. ენიანი კალმით მყნობა. საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.
კაკლის გაშენება ფერდობზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კაკ­ლის სამშობლოდ ითვლება, დღეს სხვა ქვეყ­ნე­­ბიდან შემოგვაქვს ნიგოზი და არცთუ ისე იაფად. კაკალი ზღვის დონიდან 500-900მ-ზე თავს კარგად გრძნობს, 14ºჩ-მდე ყინვასაც იტანს, არც მეწლეობა იცის. განსაკუთრებით ხარისხოვან და უხვ მოსავალს კი იმ შემთხვე­ვაში იძლევა, თუ ფერდობიან ადგილებშია გა­შე­ნებული, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში, ადიგე­ნის, დუშეთის, თეთრი­წყაროს, თიანეთისა და ახალციხის რაიონებში. ქართველი მეცნიერები გვთავაზობენ ბაღის გაშენების წესს: 15-17º დახრილობის ფერდობი მოიხნას გარდიგარდმო საპლანტაჟე გუთნით. კაკალი დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 2º-ს. ფერდობი უნდა დაიყოს ტერასებად ბულდოზერით. ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს 50-60 სმ-ის სიღრმეზე. ნარგა­ვებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება, რისთვისაც ძლიერ მოზარდი ჯიშები დავაშოროთ 10X10მ-ზე, ხოლო სუსტად მოზარდი – 10X8 მ-ზე.
60-70 სმ სიღრმის ორმოები უნდა ამოვიღოთ კაკლის დარგვამდე ორი კვირით ადრე და შევიტანოთ 1-1,5 კგ სუპერფოსფატი, ზემოდან დავაყაროთ ფხვიერი მიწა. ფესვებზე მისაყრელ მიწას კი უნდა დაემატოს 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი. კაკლის ჩარგვის შემდეგ მიწა უნდა დაიტკეპნოს და ნარგავს გაუკეთდეს სარწყავი ჯამი. ნერგი დარგვისთანავე კარგად უნდა მოირწყოს (2 ვედრო წყალი მაინც სჭირდება), ხოლო ზემოდან ფხვიერი მიწა მოეყაროს.

  როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი საქართველოში

რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი