როგორ გვატყუებენ “ბიო”,”ეკო”,ორგანული” პროდუქტების სახელით
სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:
„ბოლო დროს ყველაფერი გახდა ბიო, ეკო, ნატულარული, სოფლის, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია ეს. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ არის წარწერა ან მარკეტინგული ხრიკი და ვრჩებით მომხმარებლები მოტყუებულები.
არ შეიძლება ეტიკეტზე იყოს დასახელებაში ბიო ეკო, ორგანული მითითებული, თუ ეს წარმოება არ არის სერტიფიცირებული და მას არ აქვს მინიჭებული ბიო წარმოების სტატუსი. საქართველოს მთავრობის 198 დადგენილების თანახმად, აუცილებელია ეტიკეტზე პროდუქტს დატანილი ჰქონდეს იმ სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მონაცემები, რომელმაც მიანიჭა ამა თუ იმ წარმოებას ბიო წარმოების სტატუსი, ამიტომ მხოლოდ სახელში გამოყენება „ბიო“, „ეკო“ და ასე შემდეგ, არაფერს არ ნიშნავს თუ პროდუქტს არ გააჩნია სერტიფიკატი აკრედიტებული და კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, რითაც დასტურდება, რომ ნამდვილად ბიოწარმოების არის. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვტყუვდებით, ვიძენთ ძვირად ღირებულ პროდუქტებს“ – ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვაში
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


