შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი! ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს...

„როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი! ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ“-ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას ავრცელებს, რომელშიც პატრიარქი უახლოესი დღეების დღესასწაულებზე და იმ სიწმინდეებზე წერს, რომლებიც საქართველოშია დაცული.

„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, – პეტრე-პავლობა, გილოცავთ!

ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას.

მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქარველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.

როგორი მადლით აღსავსე დღეებია!

როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!

ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ.

წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია პატრიარქის დალოცვაში.

 

 

  რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო პროცესის შესახებ? - აქტუალური კითხვები და პასუხები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი