სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაროგორი კვირა ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ვერძი  – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, ლიდერული თვისებების და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისთვის. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები ან მოულოდნელად მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. მართალია, მოზღვავებული ენერგიის ფონზე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გექნებათ, მაგრამ არ ღირს გადაღლა, რათა არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი.

კურო –  ერთგვარი ტრანსფორმაციის კვირაა, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და იმ შედეგის მიღება, რომელსაც ელოდით. მართალია, აქტიურად მოგიწევთ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა, საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობა და ნაკლებად საიმედო გარიგებებში მონაწილეობა. კარგი პერიოდია ბიზნესის გაფართოებისთვის, ახლის მოსინჯვისა და ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, მით უფრო, საიდუმლოს გათქმას, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჩასაფრებული არიან და სწორედ თქვენს შეცდომას ელიან, აუცილებლად ისარგებლებენ და ისევ თქვენ გაზარალებენ.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებს გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას. მთავარია,  გამოიჩინოთ ჩვეული უშუალობა და კომუნიკაბელურობა, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში გაქვთ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვის და საკამათო საკითხების თქვენს სასიკეთოდ გადაჭრის საუკეთესო შანსი. ნუ იტყვით უარს მეგობრების და კოლეგების დახმარებაზე, თუმცა არ ღირს იმ ადამიანების ნდობა, ვინც ჭორებითა და ინტრიგებით ცდილობს კონკურენციის გაწევას. კარგი პერიოდია სიახლეებისთვის, ცვლილებების განხორციელებისა და იმ ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის, ვისაც მხოლოდ ზიანი მოაქვს.

კირჩხიბი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც მოგიწევთ გააქტიურება, მით უფრო, რომ საქმიანობის ახალი სფეროთი დაინტერესებულმა სწორედ ახლა უნდა გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს შეფერხებას და ფარულად ხელის შეშლას. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რომლებიც მოვლენების ახლებურად დანახვასა და სასიკეთო შანსების მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებიან.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მით უფრო, რომ სწორედ ახლა მოგეცემათ კარიერული განვითარების საუკეთესო შანსი. არაა გამორიცხული ამ კვირაში დაგიფასდეთ ადრე შესრულებული სამუშაოც, რაც ერთი-ორად გაზრდის თქვენს პოპულარობას და დაგეხმარებათ გავლენის სფეროების გაფართოებაში. თუმცა, არ ღირს ყურადღების მოდუნება, რადგან თქვენი წარმატება ბევრს გაღიზიანებს, ბევრი ეცდება ხელის შეშლას და საკუთარი სარგებლის ნახვას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის.

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მით უფრო, რომ მეტად ქაოტურ კვირაში მოულოდნელად მოგიწევთ პრობლემების გადაჭრა. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ფინანსური ხარჯის გაწევა – ძველი ჯარიმების ან გადასახადების დაფარვა. გამოიჩინეთ ინიციატივა, იმოქმედეთ თამამად, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ძველი იდეების რეალიზების საუკეთესო შანსი, თუმცა არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

სასწორი –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევას მხოლოდ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით შეძლებთ. არ თქვათ უარი არც ახლობლების მხარდაჭერაზე, მათ შორის ფინანსურ დახმარებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი მიზნების განხორციელებას. მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, თუმცა მაინც არ გექნებათ დასვენების დრო, რადგან ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის შესრულება. არაა გამორიცხული საკუთართან ერთად პარტნიორის ვალდებულებებიც თქვენი შესასრულებელი გახდეს. სირთულეების მიუხედავად, კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის, თამამად შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი პროექტები და შეუდგეთ მათ განხორციელებას.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი იდეების რეალიზებას, მით უფრო, რომ საუკეთესო პერიოდია სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის. არაა გამორიცხული დაუბრუნდეთ ძველ ურთიერთობას, რომელიც ისე ვერ წარიმართა, როგორც თქვენ გსურდათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების და შთაბეჭდილებების შესაძენად.

თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მით უფრო, რომ მეტად ქაოტური და დისჰარმონიული კვირაა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემებს, არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც სერიოზული ხარჯის გაწევას გაიძულებთ. მოჭარბებული ემოციების მიუხედავად, ეცადეთ მოთოკოთ ჩვეული სიხისტე, გამოიჩინოთ მეტი თავდაჭერა და ტაქტი როგორც კოლეგების და პარტნიორების, ისე მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ.

მერწყული –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას, ახალი კონტაქტების გაბმას და ნაცნობთა წრის გაფართოებას. არაა გამორიცხული, სწორედ ამ კვირაში მიხვდეთ, რომ გარემო და ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ, ვერ აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს, რაც უამრავ საკამათო საკითხს წამოჭრის და ძველ წყენასაც გაგახსენებთ. კარგი პერიოდია ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად. მთავარია, გაერკვეთ საკუთარ თავში, სურვილებში და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგინდებათ დასვენება, მაგრამ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, არ ღირს უსარგებლო ნივთების შეძენა, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ხარჯის გაწევა, რაც სერიოზულად აზარალებს თქვენს ბიუჯეტს. უამრავი საქმის მიუხედავად, ნუ ეცდებით პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას, რადგან ნებისმიერ შემთვევაში მოგიწევთ დაპირებების შესრულება.

გეომაგნიტური დღეები – 2, 3, 6 და 7 აპრილი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი