შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – რა უნდა იცოდეთ

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – რა უნდა იცოდეთ

2025 წლის 8 აპრილიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით შეჩერდება, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია.

საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ინსპექტირება და მომსახურებაა, რომელიც მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს იტალიური კომპანია “ლაიტნერის” სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საბაგირო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვისდა აცხადებს, რომ სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება, რათა მოქალაქეებმა კვლავ შეძლონ ამ ისტორიულ მარშრუტზე მგზავრობა.

რა უნდა იცოდეთ:

  • შეჩერების პერიოდი იწყება: 8 აპრილიდან
  • სამუშაოების მიზანი: გეგმური ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება
  • სრულდება: იტალიური კომპანიის, Leitner-ის მონაწილეობით
  • დაბრუნება ჩვეულ რეჟიმში: სამუშაოების დასრულებისთანავე

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია თბილისში, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს და ყოველდღიურად ასობით მგზავრს ემსახურება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  აშშ-ის საელჩო: საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი