ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.
„ეს რა ხდება ღმერთო, სიზმარში ვარ, რა ხდება, რატომ ლაზარე, რატომ გაამწარე შენი დედიკო და მამიკო, ყველა გაგვამწარე, ვაიმე, ღმერთო, როგორ მტკივა, რა საშინელი დღე გაგვითენე, ღმერთო”, – წერს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები