ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა რეჰანი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა რეჰანი

რეჰანის სამშობლო აზია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “წმინდა” ბალახს. სიტყვა “Basil” მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან “basilikhon”, რაც ნიშნავს “სამეფო”. ევროპაში ცნობილი სახეობები საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.

რეჰანი პოპულარულია კულინარიაში ტკბილი, დელიკატური გემოსა და მრავალფეროვნების გამო. ევროპულ სამზარეულოში რეჰანს იყენებენ თითქმის ყველანაირ ბოსტნეულ კერძებში – მათ შორისაა ლობიო, სალათები,  ცერცვი, მუხუდო,  სუპები, საწებლები, მჟავე კომბოსტოს, ისპანახის, ტომატის კერძები. რეჰანი საოცრად სურნელოვანი ბალახია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია იტალიურ კულინარიაში. სოუსის “პესტოს” ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი.

მისი გამოყენება შესაძლებელია ახალი, ხმელი ან თუნდაც ეთერზეთის სახით. რეჰანი კარგად ერწყმის პომიდორს, ნიორს, ხახვს, სხვა მწვანილებსა და სანელებლებს, რაც მას შესანიშნავ დანამატად აქცევს თითქმის ყველა კერძისთვის.

რეჰანი შეიცავს ბევრ ვიტამინსა, ისევე როგორც მინერალს, ასევე ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ლუტეინი, ზეაქსანტინი, ბეტა-კაროტინი, ბეტა-კრიპტოქსანტინი. რეჰანის ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი ამ ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ეს ნაერთები უმეტესად ქრება გაშრობის პროცესში, ამიტომ მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, შეძლებისდაგვარად აირჩიეთ ახალი რეჰანი.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

#აქხარისხია #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  ეს მცენარეები ოჯახში ჩხუბსა და გაუგებრობას იწვევენ – ფენ-შუის რჩევები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი