არასასიამოვნო სუნი, ოფლისგან გამოწვეული ყვითელი ლაქები საყვარელ სამოსზე, რომლის მოშორება საკმაოდ რთულია, საინტერესოა რა მუშაობა დეზადორანტზე უკეთ?
რა მუშაობს დეზადორანტზე უკეთ? გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს. სიცხის დადგომასთან ერთად, ოფლიანობა კიდევ უფრო ძლიერდება, ყველა დეზოდორანტს კი არ შეუძლია ამ პრობლემასთან გამკლავება. თუმცა, არსებობს მარტივი, ხალხური მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ცხელი დღეების განმავლობაშიც კი შეინარჩუნოთ სიმშრალე და კომფორტი.
სამედიცინო გვირილა
მოამზადეთ ძლიერი ნაყენი გვირილისგან: ოთხი სუფრის კოვზი აფთიაქის გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ. გაგრილების შემდეგ დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა. მიღებული სითხით გაიწმინდეთ იღლიები დილასა და საღამოს.
სოდა – მარტივი და ეფექტური გამოსავალი
ერთი სუფრის კოვზი ჩვეულებრივი საკვები სოდა აურიეთ მცირე რაოდენობით თბილ წყალში, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა იღლიებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი არა მხოლოდ ამცირებს ოფლიანობას, არამედ ხელს უწყობს ბაქტერიების განადგურებას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ.
ეს ბუნებრივი მეთოდები სრულიად უსაფრთხოა და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi