Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე დაფიქსირებული შეფერხება, კომპანიას ძვირად დაუჯდება. კონკრეტული თანხა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით, Meta-ს სააქციო ფასი უკვე 1.5%-ით დაეცა. ეს თავის მხრივ, სოციალური მედიის ყველა სხვა საიტზე აისახა.
ექვსსაათიანი შეფერხება, რომელიც მარკ ცუკერბერგის დაარსებულ ყველა პლატფორმაზე 2021 წელს გავრცელდა, Meta-ს 100 მილიონი დოლარად დაუჯდა. მაშინ კომპანიამ გაუმართავი განახლება განახორციელა, რის გამოც სერვერები გაითიშა და ინჟინრებს სანტა კლარას მონაცემთა ცენტრში წასვლა მოუწიათ, რათა ხარვეზი პირადად გამოესწორებინათ.
ცნობისთვის, “ფეისბუქი”, “მესენჯერი” და “ინსტაგრამი” გათიშული იყო, რის გამოც მომხმარებლებს თავიანთ ანგარიშებზე წვდომა შეუჩერდათ. აპლიკაციებში პრობლემები, ჩვენი დროით, დაახლოებით 19:20 საათიდან დაფიქსირდა. ანგარიშზე წვდომა არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ მობილურის აპლიკაციებშიც იყოშეწყვეტილი. პრობლემა მთელი მსოფლიოში დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები