ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა დაგიჯდებათ ბავშვის დაბადების დღის გადახდა გასართობ ცენტში, სადაც ფასები გაზრდილია

რა დაგიჯდებათ ბავშვის დაბადების დღის გადახდა გასართობ ცენტში, სადაც ფასები გაზრდილია

საქსტატის მონაცემებით, გასართობი ცენტრების მომსახურება წლიურად, საშუალოდ, 12,2%-ით გაძვირდა. ფასის ზრდის მიზეზად, სექტორი სერვისის მიწოდების თვითღირებულების ზრდას ასახელებს.

გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მთიულიშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს.

მისი შეფასებით, სექტორისთვის გასული წელი სტაბილური იყო, ხოლო მოთხოვნის კუთხით მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა. აღნიშნული ტენდენცია კი წელსაც შეინიშნება. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ვირუსების სეზონია და მათი ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან, მომართვიანობა შედარებით შესუსტებულია.

„შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს ჩვენი სექტორი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა და სექტორში ბევრი ახალი ობიექტი დაემატა. პანდემიის პერიოდში თუ გასართობის ცენტრების რაოდენობა 40-მდე იყო ჩამოსული, ახლა მათი რაოდენობა 80-მდეა გაზრდილი და ახალი ობიექტების შემოსვლაც იგეგმება.

გაზრდილი ფასების ტენდენცია გასული წლის შუა ნახევარში მოხდა და მაჩვენებლები დაახლოებით 20-25%-მდე გაიზარდა, რაც პროდუქტების ფასების ზრდამ განაპირობა. მას შემდეგ, გასართობ ცენტრებში სერვისის ღირებულების ზრდა აღარ მომხდარა. ამჟამად, საშუალო ტიპის ცენტრებში 10 ბავშვიანი ჯგუფის მასპინძლობა, რომელშიც ნორმალური საკვები და პროგრამაა დაახლოებით 350 – 400 ლარი ღირს,“- აცხადებს მთიულიშვილი.

მისივე ცნობით, სექტორში ანაზღაურებაც გაზრდილია. თუ პანდემიამდელ პერიოდში საშუალო ანაზღაურება 600-700 ლარამდე იყო, ახლა ხელფასების საშუალო მაჩვენებელი 1000-1200 ლარამდეა გაზრდილი, რაც საკადრო ზრდასაც იწვევს.

მთიულიშვილი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არასტაბილური ფასებია, რაც მათ სექტორზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

როგორც გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, თუ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და მოლოდინია, რომ საკმაოდ ნოყიერი წელი იქნება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
  მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც 66 ათასზე მეტ ადამიანს ეხება - ვის ჩამოეწერა დავალიანება
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი