რაჭა – უნიკალური რეგიონი მეღვინეობაში და მევენახეობაში
რაჭა საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად, დიდ როლს თამაშობს ხარისხიანი ღვინოების წარმოებაში. რაჭაში მევენახეობა უძველესი ტრადიციებით ხასიათდება, სადაც ვაზი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადგილობრივი გლეხების მიერ ასზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიში იქნა გამოყვანილი.
მევენახეობის ტრადიციები და ვაზის ჯიშები
რეგიონის ცენტრალურ ზონად ითვლება ქვემო რაჭა, სადაც მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე სამხრეთით დახრილ ფერდობებზე გაშენებული ვენახები აწარმოებენ ყველაზე მაღალხარისხიან ყურძენს. ალექსანდროული, მუჯირეთული და კეთილშობილური საფერავი იძლეოდა საყოველთაოდ სახელმოხვეჭილ „ყიფიანის ღვინოს”, ამჟამად „ხვანჭკარის” სახელწოდებით რომაა ცნობილი” .
ადგილობრივი ჯიშებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ:
-
ალექსანდროული
-
მუჯურეთული
-
რაჭული ძელშავი
-
თეთრი ჯიშებიდან – ცოლიკოური და წულუკიძის თეთრა
ეს ვაზის ჯიშები იდეალურად ერგება რეგიონის მიკროკლიმატსა და ნიადაგურ პირობებს. რაჭის ნიადაგი მდიდარია ნეშომპალა-კარბონატული, თიხნარი და კირნარი სტრუქტურით. ადგილობრივები მას ხშირად სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ – თირიმიწა, ხორხიმიწა, ლისიმიწა და ა.შ.
მარანი და ღვინის წარმოების სპეციფიკა
რაჭაში როგორც ღია, ისე დახურული მარნები იყო გავრცელებული. ღია მარნებში წარმოებული ღვინოები გამოირჩეოდა ბუნებრივი სიტკბოთი, ხოლო დახურულ მარნებში სრულად დადუღებული, მშრალი ღვინოები მზადდებოდა. რეგიონს ახასიათებს ზომიერად ნოტიო კლიმატი, ცივი ზამთარი და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხული – იდეალური პირობები ყურძნის სიმწიფისთვის.
ხვანჭკარა – მსოფლიო დონის ბრენდი
რაჭაში წარმოებული ყველაზე ცნობილი ღვინოა ხვანჭკარა – ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ორი ძირითადი ჯიშის – ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. “ხვანჭკარა” 1932 წლიდან ოფიციალურად იწარმოება ამ სახელით, თუმცა მისი ფესვები ბევრად უფრო შორეულია – მე-19 საუკუნეში ის ცნობილ გლეხურ ბრენდად ითვლებოდა სახელწოდებით „ყიფიანის ღვინო“. ამ ღვინის მემკვიდრე ღვინოები დღესაც ძალიან პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დამატებით, ზოგიერთი ტრადიციული მეღვინე დღესაც ურევს ხვანჭკარას მცირე რაოდენობით სხვა ჯიშებსაც – თავკვერს, საფერავს ან ოჯალეშს, რათა უფრო მდიდარი ბუკეტი მიიღოს.
რაჭის ღვინო – სიღრმე, სურნელი და ისტორია ერთ ბოთლში
რაჭის ღვინოები გამოირჩევა სიძველით, ხარისხით და უნიკალურობით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ვენახები მცირე ფართობზეა გაშენებული (შედარებით კახეთთან), მიღებული პროდუქცია ფასდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. განსაკუთრებული terroir, ტრადიციული მეღვინეობის ცოდნა და გამორჩეული ვაზის ჯიშები – ეს ყველაფერი აერთიანებს რაჭას ერთ-ერთ გამორჩეულ ღვინის რეგიონად საქართველოში.
რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის ზონა მოიცავს ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას.
ლეჩხუმის მევენახეობის მხარის ძირითადი მიკროზონებია: ცაგერი, ორბელი, ალპანა-ტვიში, ზუბი-ოყურეში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან არის უსახელოური და ადგილწარმოშობის ღვინოები – ხვანჭკარა და ტვიში. ტვიშის მიკრორაიონული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის, ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარმჟავიანობას და სწორედ ამ მიკროზონის ცოლიკოურისგან მზადდება თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ტვიში”. აღსანიშნავია ასევე ორბელის ოჯალეში, რომელიც თავისი ამპელოგრაფიული მახასიათებლებითა და ღვინის ხასიათით განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისგან.
საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული.


