კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას

რატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას

ადამიანებს, ერთი მხრივ, გვიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, მეორე მხრივ კი, არ გვიყვარს, როდესაც სხვები აქეთ გვარიგებენ, არადა სხვების გამოცდილება მნიშვნელოვანია, ოღონდ ყოველთვის არა. იგივე ითქმის ქადაგებასა და ქრისტიანული ცხოვრების წესის სწავლებაზე. როგორ მივხვდეთ, რომ სწორად შევაგონებთ და სწორად შეგვაგონებენ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მზად ვართ, სხვას რამე ვასწავლოთ ან რომ იმ სხვას, ვისგანაც ვსწავლობთ, შეუძლია ჩვენი განათლება? სიმართლე ვთქვა, მე არავის ვუჯერებ, თუ, რასაც მეუბნება, თავად იმ საქმის პროფესიონალი არ არის.

– რუსთაველით დავიწყოთ, ვინაიდან ძალიან კარგად აქვს მიმოხილული აღზრდა-განათლების, ზოგადად, სწავლის თემა. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ არა ვიქმ, ანუ, თუ ქმნადობად არ ვაქცევ, არ გავაკეთებ, რაში მარგია ფილოსოფიური შეგონებები?! მით ვისწავლებით მოგვეცეს, ანუ იმიტომ განვისწავლებით, რომ შევიძინოთ შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა, ანუ შევერწყათ მწყობრ კოსმოსს. შესაბამისად, ჩვენ ვყოფილვართ პროცესში. მე თუ მასწავლებელი ვარ და შენ – მოსწავლე, რას გეუბნები? მომყევი, წამომყევი და აქ არ იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, იგულისხმება საქმეში წამოყოლა. და სად მიჰყავს მასწავლებელს მოსწავლე?! არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ. რუსულად არის „ვედენიე“ – ვედებიდანაა და ნიშნავს ცოდნას, რუსულად ნიშნავს ხედვას, ესე იგი, დანახვა და ცოდნა ეკვივალენტურია. ცოდნა სინათლეა, ამბობს ილია და იმისთანა სინათლეა, რაც გინდა, სხვას გაუნაწილო, შენ არაფერი დაგაკლდება, პირიქით მოგემატებაო. და რატომ? მე რომ შენ სანთელი აგანთებინო ჩემი სანთლიდან, მე რამე დამაკლდება? არა, მომემატება, ორი სანთელი გაანათებს, ხოლო, შენ თუ გადასცემ მეორეს, მესამეს, უფრო განათდება გარემო. ნახე, რა საოცრებაა?! ოღონდ მთავარია, ვართ თუ არა დანთებული სანთელი. რა უნდა გავცე, თუ მე თავად არ ვანთივარ?! ქრისტე ამბობს, დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ მათ საქმენი თქვენი და ადიდებდნენ მამასა ზეციერსა. ამასთან, არავინ დებს ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ, მოფარებულ ადგილას, პირიქით, ზემოთ ვდგამთ, გამოსაჩენ ადგილას, რომ იქიდან გაანათოს. რაც შეეხება, როდის უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ ცარიელი ჭიქა. პირველია მისი ავსების პროცესი, მაგრამ, წყალი რომ ჭიქის პირამდე მიაღწევს, გადმოიღვრება. ასეა სწავლების დროსაც: რაღაც მომენტში, ადამიანი რომ რაღაც საქმეში დაოსტატდება, რასაც მთელი ცხოვრება შეალია, ან ფეხსაცმელს კერავს კარგად, ან აშენებს, ან ნებისმიერ რამეს აკეთებს, პირველი რეაქციაა, სხვას ანახოს და გაუზიაროს სიხარული, აი, რა კარგად ვაკეთებო და შემდეგ, როდესაც ივსები ცოდნით, ის უკვე ბუნებრივად გადმოიღვრება შენგან. სხვა საკითხია, ვინც დროს, ანუ დაოსტატებას წინ უსწრებს, ესე იგი, გარეგნულად მაჩვენებს თავის განსწავლულობას, მათ ქრისტე ფარისევლებს უწოდებს, იმიტომ რომ, საქმით არ არის გამყარებული მათი სწავლება… სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  „სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…“ – ქართველი ემიგრანტის, სოხუმიდან დევნილი ნათია გვაზავას მძიმე ისტორია და ამერიკული ოცნება

Android: https://play.google.com/store/apps/details…

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი