გიგი ქათამაძეს, ალბათ, ბევრი იცნობთ საინტერესო მოგზაურობების ამსახველი ვიდეოებით, საინტერესო ჩელენჯებითა და ექსტრემის განსაკუთრებული სიყვარულით.
– შენი მოგზაურობა არ არის სტანდარტული, ცოტა გიჟური თავგადასავლები გახასიათებს. რა არის მთავარი ამ პროცესში?
– კი, მე მომწონს გიჟური მოგზაურობები, ასე უფრო მეტს ვსწავლობ საკუთარი თავის შესახებ. ჩემთვის მიმზიდველია გიჟური თავგადასავლები და გამოწვევები, გამოცდილებას ვაგროვებ, მეტს ვნახულობ და სტანდატრულ მოგზაურობას ამიტომაც მირჩევნია დაუგეგმავი და თავგადასალებით სავსე დღეები.
– ვიდეოებს რომ ვუყურებ, სულ მაინტერესებს, საიდან გაქვს ამხელა ენერგია, კადრს მიღმაც ასეთი ხარ?
– ჩემი ენერგიის წყარო ისაა, რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მაშინ, როცა მინდა. ასევე, ვარ იქ, სადაც მინდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა. ემოციები, რომელსაც ამ მოგზაურობის დროს ვიღებ, მართლა დიდი ენერგიის წყაროა. როგორც ამბობენ, ყოველთვის ასეთი ვარ (იცინის).
– განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნდი?
– პირველად – მექსიკიდან. იქ ხალხი ძალიან ლაღი და მხიარული იყო, რაც ძალიან მომეწონა, კულტურული შოკი მქონდა. მეორედ კულტურული შოკი ინდოეთში მივიღე. ძალიან ხალხმრავალი ადგილები, განსხვავებული რელიგია, კულტურა, ტრადიციები – ყველაფერი გასაოცარი იყო… სრულად