ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარატომ გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას...

რატომ გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა – დავით სონღულაშვილი განმარტავს

მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობის ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და სწორედ, ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულიყო – ერთი მხრივ, შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტისა და, მეორე მხრივ, ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

  „ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება“-პრემიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი