ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირატომ არ შეიძლება ბავშვისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა? როგორ ვმართოთ ცხელება? – მაია...

რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა? როგორ ვმართოთ ცხელება? – მაია ხერხეულიძის რჩევები

რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა? როგორ ვმართოთ ცხელება? რა შემთხვევაში მივაქციოთ მას განსაკუთრებული ყურადღება და როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?

როგორ ვებრძოლოდ მაღალ სიცხეს ბავშვებში, რა ქმედებებია სწორი და ეფექტური და პირიქით – როგორი ქმედებებით ვუშლით ხელს ძალაუნებურად, სიცხის დაწევას. ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ zmna-ge-სთან ისაუბრა.

ცხელება თვითონ არის გარკვეული დამცველობითი რეაქცია. სიხის დროს ბავშვი უკეთ გამოიმუშავებს ამ დაავადების საწინააღმდეგო დამცველობით ნივთიერებებს. ამიტომ ყველა სიცხესთან ბრძოლა არ გვჭირდება, თუ ცხელება არ არის ძალიან მაღალი, 38,5 და უფრო მაღალი, ან ძალიან სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის ბავშვს. ეს უკანასკნელი იდივიდუალურია. არის ბავშვი, რომელიც 38 სიცხეზეც სერიოზულ პრობლემებს განიცდის, ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ძალიან შეწუხებულია. ამ დროს შეგვიძლია ამ სიცხეზეც მივცეთ მედიკამენტი.

როცა ცხელების მართვაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გარემოში, სადაც სიცხიანი ბავშვი იმყოფება, არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, რადგან ის ხელს შეუშლის სიცხის დროს სითბოს გაცემას. არც ძალიან არ უნდა ჩავფუთნოთ, რადგან აქაც სითბოს გაცემის პრობლემა იქნება.

ბავშვებში მაღალი ტემპერატურის დროს ძირითადად ორი ჯგუფის სიცხის დამწევი პრეპარატი გამოიყენება — პარაცეტამოლი და იბუპროფენი, რომლებიც აფთიაქებში სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით გვხვდება. აუცილებელია, მკაცრად დავიცვათ როგორც დოზირება, ისე მედიკამენტების მიღებებს შორის დროის შუალედი.

სიცხის დროს შესაძლებელია ფიზიკური გაგრილების მეთოდების გამოყენებაც, მაგალითად, სხეულის დაზელვა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ იყოს ცივი — მისი ტემპერატურა მინიმუმ 32 გრადუსი უნდა იყოს. ძალიან ცივმა წყალმა შესაძლოა ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. რეკომენდებულია, ჯერ სიცხის დამწევი პრეპარატის მიცემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაზელვის დაწყება.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სპირტის ან ძმრის შემცველი ხსნარები, რადგან ისინი უპირატესობას არ ფლობენ ჩვეულებრივ წყალთან შედარებით — ეფექტი ერთნაირია. ამასთან, მცირე ასაკის ბავშვების კანი ძალიან მგრძნობიარეა და სისხლძარღვებით მდიდარი, რის გამოც გარედან წასმული ნივთიერებები მარტივად შეიწოვება და სისხლში ხვდება. სწორედ ამიტომ, უპირატესობა ენიჭება ისეთ მეთოდებს, რომლებიც ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხო და ამავე დროს ეფექტურია”, – ამბობს მაია ხერხეულიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - სასარგებლო თვისებები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი