პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირას ჰყვება ქალი, რომელიც 15 წლის შვილს მდიდარ კაცზე იძულებით ათხოვებდა

რას ჰყვება ქალი, რომელიც 15 წლის შვილს მდიდარ კაცზე იძულებით ათხოვებდა

საქართველოში ნაადრევი ქორწინება ისევ პრობლემად რჩება. ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგოს დედა “კურიერი P.S.-თან” დანაშაულს უარყოფს, თუმცა მოზარდის გათხოვებაში პრობლემას ვერ ხედავს. ქალი ქორწინების იძულების ბრალდებით, პოლიციამ დააკავა. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და შვილთან კონტაქტიც აუკრძალა. ახლა გოგონა მამასთან ერთად, ცალკე ცხოვრობს.

ადგილზე ამბობენ, რომ შეძლებული სასიძოს ოჯახში ბავშვის ბებია პირადად იმყოფებოდა. მოლაპარაკების მიხედვით, მეათე კლასის მოსწავლე უფროს მამაკაცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ოჯახებს შორის დანაშაულებრივი შეთანხმება პოლიციამ ჩაშალა.

ის, რომ 15 წლის ბავშვს დედა გათხოვებას აიძულებდა, ცნობილი იყო მეზობლებისა და ნათესავებისთვის. კამერებთან საუბარს ერიდებიან, მაგრამ ადასტურებენ, რომ, ქორწინებაზე უარის თქმის გამო, ქალი საკუთარ შვილს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. დედას და ე.წ. სასიძოს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

იძულებით ქორწინების ბრალდებით, ბოლნისის რაიონის ამავე სოფელში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს. მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც, სკოლის მოსწავლეა. 112-ში შესული შეტყობინების ავტორი პოლიციის დახმარებას მას შემდეგ ითხოვდა, რაც სახლში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. დედა პოლიციას ატყობინებდა, რომ მამაკაცი მისი შვილის გატაცებას გეგმავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დაკავებულის ოჯახი ცივი იარაღის გამოყენებას უარყოფს. ამბობენ, რომ გოგოს ოჯახთან პრობლემა მოგვარებულია.

“კურიერი P.S.მა” სცადა, გასაუბრებოდა გოგონას დედას, რომელმაც შვილის გატაცების მცდელობა პოლიციას აცნობა. მოზარდის მამამ ოჯახს საუბრის უფლება არ მისცა. თავად გვითხრა, რომ ბიჭის ოჯახთან მოგვარდა და პრეტენზია აღარ გააჩნია.

აქ, ხშირად, მოზარდ გოგოებს უფროს მამაკაცზე ქორწინებას თავად მშობლები აიძულებენ. ნაადრევი ქორწინების პირისპირ მარტო დარჩენილი გოგონების ნაწილმა უკვე იცის, როგორ დაიხსნას თავი იძულებითი ქორწინებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს უწყება იძულებითი ქორწინების 30-მდე საქმეს იძიებს.

მასალის გამოყენების პირობები
  აიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც კი - თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
ლარის კურსი კვლავ ბიზნესის მთავარი გამოწვევაა – BAG ინდექსის კვლევა

ლარის კურსი კვლავ ბიზნესის მთავარი გამოწვევაა – BAG ინდექსის კვლევა

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი