აჭარაში პეტრას ციხე დამთვალიერებლებში დიდ ყურადღებას იქცევს და ამ კუთხით მას ვიზიტორი არასდროს აკლია. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. გასულ კვირას მეც გახლდით იქ და ძალიან საინტერესო ფაქტების მოწმე გავხდი.
პეტრას ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და საეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველში აღმოჩენილია იატაკზე დაგებული მოზაიკის ფილები.
ამ არტეფაქტებს წლების წინ მიაკვლიეს, თუმცა მისი ამოღება და კონსერვაცია ვერ მოხერხდა.
– მოზაიკა ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი და არ არის ერთი მთლიანი ნახატი, რომელსაც რაღაც სიუჟეტს დაარქმევ. ეჭვი მაქვს, რომ უფრო ადრეული პერიოდის უნდა იყოს. ასევე ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოზაიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეორადი გამოყენების იყოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ის უფრო სხვანაირად ყოფილიყო შესწავლილი და ჩვენი პოლონელი კოლეგები, მოზაიკის სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ. მას რესტავრაცია და გარკვეულწილად, კონსერვაციაც ჩაუტარდება. არ გამოვრიცხავ, რომ მნახველებისთვის მუზეუმში განთავსდეს. თუმცა ის ტერიტორია, სადაც მოზაიკაა დაფიქსირებული, სიღრმისეულად კიდევ საკვლევია. იხილეთ სრულად