სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიარამდენად შეეფერებით ერთმანეთს

რამდენად შეეფერებით ერთმანეთს

ცნობილია, რომ თვალები – სულის სარკეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვალის ფერის მიხედვით, არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყაროს ამოცნობაა შესაძლებელი, არამედ ისიც, რამდენად შეეფერებიან სხვადასხვა თუ ერთი ფერის თვალებიანები ერთმანეთს.

დააკვირდით ცხრილს, აირჩიეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის თვალის ფერი, მოძებნეთ მათ გადაკვეთაზე მოთავსებული ციფრი და წაიკითხეთ შედეგები:

პირველ რიგში, თვალის თითოეული ფერის მქონეთა დახასიათება:

თაფლისფერთვალებიანები – ისინი ცეცხლის სტიქიის გზავნილები არიან.

როგორც წესი, ისინი იმპულსურები და ვნებიანები არიან. შესაბამისად – კონფლიქტურებიც, არ უყვართ სხვების სიმართლის აღიარება და თავის სიტყვაზე დგანან ჯიუტად. საქმეში მათ ბადალი არ ჰყავთ, ბოლომდე იხარჯებიან. კარგი გემოვნება აქვთ და უყვართ ყველაფერი ლამაზი.

მწვანეთვალებიანებს წყლის სტიქია მართავს.

ამიტომაც მათ ხასიათში მიზანსწრაფულობა და შეუდრეკელობა გამორჩეული თვისებაა. ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს, მაგრამ, როგორც წესი, მარტივად არა, არამედ დიდი შრომის შედეგად. ისინი იდუმალები არიან და არასტაბილურები, უკონფლიქტოები, რადგან ბუნებით დამთმობები და მშვიდები არიან.

ცისფერთვალება – ეს ჰაერია.

ისინი ხშირად რომანტიკულები, სენტიმენტალურები და მეოცნებენი არიან. თუმცა მათთან კარგი და სასიამოვნოა ურთიერთობა, როცა კარგ ხასიათზე არიან; ხოლო როცა ბრაზობენ, უმჯობესია, მათგან თავი შორს დაიჭიროთ.

ნაცრისფერი თვალის მქონენი მიწის სტიქიას ემორჩილებიან.

ნაცრისფერთვალებიანები მყარად დგანან მიწაზე. ისინი უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. შრომისმოყვარენი, კეთილსინდისიერნი და საიმედონი არიან. კეთილგანწყობილები არიან თითქმის ყველანაირ ადამიანთან, უყვართ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა.

1. თაფლისფერთვალება – თაფლისფერთვალებასთან (ცეცხლი-ცეცხლი)

თქვენ მარტივად უგებთ ერთმანათს, მაგრამ ხანდახან გიჭირთ ერთად ყოფნა. ხშირად საბანს თქვენ მხარეს ექაჩებით, გშურთ ერთმანეთის წარმატების, მაგრამ ამასთან, თუ ერთ-ერთ თქვენგანს რაიმე უბედურება შეემთხვა, მეორე აუცილებლად მივა დასახმარებლად და ეს დახმარება უანგარო და მთქმელი იქნება.

2. თაფლისფერთვალება – მწვანეთვალებასთან (ცეცხლი – წყალი)

თითქოს მოწინააღმდეგეები უნდა ყოფილიყავით: ცეცხლი და წყალი ხომ ერთმანეთის მტრები არიან, მაგრამ თუ დამეგობრდით, თქვენს კავშირს დიდი მომავალი ექნება და ეს ორივეს წაგადგებათ. თაფლისფერთვალებიანებს შეუძლიათ, მწვანეთვალებიანებს ბრძოლისა და მოქმედებისკენ უბიძგონ, ხოლო მწვანეთვალება თაფლისფერთვალებას დაიცავს დაუფიქრებელი, სპონტანური ქმედებებისგან. ამიტომაც ყური უგდეთ ერთმანეთის რჩევებს.

3. თაფლისფერთვალება – ცისფერთვალება (ცეცხლი – ჰაერი)

თქვენს ურთიერთობაზე შეიძლება ითქვას: “უერთმანეთოთ – მოწყენილობაა, ერთად – სიმჭიდროვე”. ამიტომაც თქვენი ურთიერთობა – გამუდმებული კამათი და ჩხუბია. თუმცა თქვენს ტანდემში ცეცხლი ლიდერია.

ცისფერთვალებას არც აქვს პრეტენზია პირველობაზე. თუ თაფლისფერთვალებასთან თავი ცუდად იგრძნო, ის უბრალოდ, ადგება და წავა.

4. თაფლისფერთვალება – ნაცრისფერი თვალების მქონე (ცეცხლი – მიწა)

თქვენ არასოდეს გახდებით ერთმანეთის მესაიდუმლოები და ახლო მეგობრები, მაგრამ შეგიძლიათ კარგი სამსახური გაუწიოთ ერთმანეთს. თაფლისფერთვალება ნაცრისფერთვალებიანს ძალასა და სიმტკიცეს შემატებს, ხოლო ნაცრისფერთვალებიანისგან თაფლისფერთვალება დინამიზმსა და გამბედაობას შეიძენს. თქვენს ტანდემში არ არის და არც უნდა იყოს ლიდერი.

5. მწვანეთვალებიანი – მწვანეთვალებიანთან (წყალი – წყალი)

თქვენი ურთიერთობა – ეს ურთიერთთანადგომაა. თუ ერთ-ერთს ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს, შეუძლია მეორის მკერდზე რამდენიც უნდა, იმდენი იქვითინოს. თქვენ შორის არ არსებობს აკრძალული თემები, თუმცა თქვენი დიდხანს ერთად ყოფნა დაუშვებელია. ამან შესაძლოა, გრძნობების გახუნება გამოიწვიოს.

თქვენს ურთიერთობას შესაძლოა, ბოლო მოუღოს ეჭვიანობამაც. თუ ამ გრძნობას დაძლევთ, თქვენი ურთიერთობა ხანგრძლივი და მყარი იქნება.

6. მწვანეთვალება – ცისფერთვალება (წყალი – ჰაერი)

რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან. თქვენი ურთიერთობა – ურთიერთაქტიურობაა. ცისფერთვალებას შეუძლია მწვანეთვალებას გადამწყვეტი ქმედებებისკენ უბიძგოს, თუმცა არც პირიქით – მწვანეთვალება რჩება ვალში: ამ უკანასკნელს აქვს ავტორიტეტი, წონა და უმაღლესი თვითშეფასება, რაც პარტნიორს დიდ ძალასა და სტიმულს მისცემს.

7. მწვანეთვალება – ნაცრისფერი თვალის მქონე (წყალი – მიწა)

თქვენი კავშირი ნაყოფიერი იქნება ერთი პირობით: თუ ამ ტანდემში უპირობო ლიდერი ნაცრისფერი თვალების მქონე იქნება. თუ ასე მოხდა, ორივე წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში და მათი ურთიერთობაც მყარი იქნება.

8. ცისფერთვალება – ცისფერთვალებასთან (ჰაერი – ჰაერი)

თქვენი ურთიერთობა მარტივი და მსუბუქია. ერთმანეთს ყოველდღიურად სიხარულსა და დღესასწაულს ჩუქნით. მარტივად აცხრობთ ერთმანეთის იარებს, ტკივილსა თუ სხვა გასაჭირს. თქვენი ურთიერთობა უფრო ახლო და მყარი იქნება, თუ საერთო მიზანი გექნებათ ცხოვრებაში.

9. ცისფერთვალება – ნაცრისფერთვალება (ჰაერი – მიწა)

ძალიან განსხვავებულები ხართ, მაგრამ თუ ერთად ხართ, მაშინ თქვენი კავშირი უფრო ინტერესზეა დამყარებული, ვიდრე ურთიერთგაგებაზე. ამასთან, ინტერესი უფრო ნაცრისფერთვალებიანის პრეროგატივაა. ამ კავშირის დროს ნაცრისფერთვალებიანი აკვირდება და ტკბება ცისფერთვალებათი და ხანდახან განსჯის კიდეც მას, ხოლო ცისფერთვალება ამის საშუალებას და უფლებას აძლევს მას. ამიტომაც თქვენი კავშირი იმდენ ხანს იარსებებს, სანამ ცისფერთვალებას არ მობეზრდება ნაცრისფერთვალებიანის ყურადღება.

10. ნაცრისფერი თვალის მქონე – ნაცრისფერი თვალის მქონესთან (მიწა – მიწა)

თქვენი ურთიერთობა – ერთ უღელში შებმული ორი ხარის კავშირია, რომელშიც ადგილი არ აქვს რომანტიზმსა და დახვეწილობას. მასში მხოლოდ ანგარებაა, თუმცა – უდიდესი ურთიერთპატივისცემაც. ერთად თქვენ მთების გადადგმას შეძლებთ, თუ ერთიანი ძალით გასწევთ ჭაპანს. თუ ერთ-ერთი თქვენგანი მოეშვება და გაზარმაცდება, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ამიტომაც ნუ უღალატებთ ერთმანეთს და ნუ დააკისრებთ მთელ თქვენს პრობლემებს ერთს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი