24 მაისს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის სანახაობრივი ტურნირი გაიმართება. ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion, ხოლო ღამის მთავარი ბრძოლა — მსოფლიო ქამრისთვის დაპირისპირება — ნიკა ბიგვავასა და ზიმბაბველ ფრიმენ მაბვონგვს შორის შედგება.