ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2026 წლის 12 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვა და საქართველოს პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული, არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინება. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

  ლოტკინზე სახლი აფეთქდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი