კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი: „იგლ ჰილსის“ პროექტით გათვალისწინებულია კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთების გამოყენება დეველოპერული...

პრემიერი: „იგლ ჰილსის“ პროექტით გათვალისწინებულია კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთების გამოყენება დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება, შესაბამისად, ქართული მიწა არავის არ გადაეცემა

კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, „იგლ ჰილსის“ პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.

„კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი