კვირა, თებერვალი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს - ახალი კვლევა

პომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, პომიდორი შეიძლება ნაწლავებში მიმდინარე ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარებოდეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ეს ბოსტნეული (თუ ხილი?) სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და სხვა ნაერთებით, რომელთაგან ორს, კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, ბაქტერიების დახოცვის თვისებები აქვს; ასე აჩვენა მათ მიერ ჩატარებულმა უჯრედულმა ექსპერიმენტებმა.

რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
მსგავსი: რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
მკვლევართა ჯგუფს კორნელის მიკრობიოლოგი ჯეონგმინ სონგი ხელმძღვანელობდა. მეცნიერებს აინტერესებდათ სალმონელა – ენტერობაქტერიების გვარი, რომელიც ჩვენს ნაწლავებში იჭრება და ხშირად იწვევს საკვებით მოწამვლას.

უფრო კონკრეტულად, ჯგუფი ფოკუსირდა სალმონელას სეროტიპზე, სახელად Salmonella enterica, რომელიც მხოლოდ ადამიანებში ბინადრობს და მუცლის ტიფს იწვევს, როდესაც ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევაში ხვდება და სხეულში ვრცელდება.

საკვებით გადამდები სხვა პათოგენების მსგავსად, საკვების სათანადოდ დამუშავება და შენახვა, ისევე როგორც ანტიბიოტიკებზე წვდომა, სალმონელათი საკვებით მოწამვლის თავის არიდებაში გვეხმარება.

თუმცა, მსოფლიოს მრავალ ნაწილში, სადაც ხალხს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, სანიტარიაზე და ტიფის ვაქცინებზე, მუცლის ტიფი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დიდ პრობლემად. ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის დაბინძურებული საკვებითა და წყლით კონტაქტისას; ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ბავშვები არიან.

2016 წელს, პაკისტანში დაფიქსირდა პრეპარატებისადმი ძლიერ რეზისტენტული ტიფის პირველი აფეთქება. მას შემდეგ რვა წელი გავიდა და ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები კვლავ შიშობენ, რომ კონტროლის გარეშე, იქიდან კვლავ შეიძლება მოხდეს რეგიონული ან გლობალური გავრცელება.

ამავე დროს, პაკისტანში, აზიისა, აფრიკისა და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში პრობლემაა არასაკმარისი კვება. 2023 წელს 64 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2 წლამდე ბავშვების თითქმის ნახევრის კვების რაციონში არ შედის ხილ-ბოსტნეული.

„ამ კვლევაში ჩვენი მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, შეუძლია თუ არა პომიდორს და პომიდვრის წვენს ენტერო პათოგენების, მათ შორის ტიფის სალმონელას დახოცვა. და თუ ასეა, რა თვისებებით ახერხებენ ამას.

ლაბორატორიაში გაზრდილი ტიფის სალმონელას კულტურები ახლად გამოწურულ პომიდვრის წვენთან მოათავსეს; ისინი 24 საათში დაიხოცნენ, მაგრამ არა წვენის მჟავიანობის გამო.

მკვლევრებმა პომიდვრის (Solanum lycopersicum) გენომი დაასკანერეს — ეძებდნენ გენების დამშიფრავ პატარა ცილებს, სახელად პეპტიდებს, რომლებიც შეიძლება ანტიმიკრობული აგენტების სახით მოქმედებდნენ.

ოთხი თავდაპირველი კანდიდატიდან ჯგუფმა გამოავლინა ორი ანტიმიკრობული პეპტიდი, რომლებიც ტიფის სალმონელას ზრდას ბლოკავდნენ და ხოცავდნენ კიდეც ისეთ შტამებს, რომლებიც მუცლის ტიფის სამკურნალო ძირითადი ანტიბიოტიკის, ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტულები არიან.

და ბოლოს, მკვლევრებმა ორი წამყვანი კანდიდატი პეპტიდის ფორმის მოდელირება მოახდინეს და ჩაატარეს ბაქტერიულ უჯრედის მემბრანასთან მათი ურთიერთქმედების სიმულირება. მოდელირების პროგნოზით, ტიფის სალმონელას მემბრანა ორივე პეპტიდმა სულ რაღაც 45 წუთში დაარღვია.

შემდეგ ექსპერიმენტებში, ნაერთმა ასევე დახოცა Salmonella Typhimurium-ი – სალმონელას არატიფური შტამი, რომელიც საკვებით არასასიკვდილო მოწამვლას იწვევს.

გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებია და არცერთი რომელიმე მხოლოდ ერთი ტიპის საკვები არ მოქმედებს მაგიურად.

კვლევა უფრო ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას, რათა მოხდეს ადამიანების წახალისება დაბალანსებულ რაციონში მეტი პომიდვრის, ხილისა და ბოსტნეულის შესატანად.

კვლევა Microbiology Spectrum-ში გამოქვეყნდა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი? – 4 საინტერესო მეთოდი

როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი? – 4 საინტერესო მეთოდი

თებერვალი 22, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად: 5 მიზეზი, რომ მოგზაურობა ცხოვრების წესად ვაქციოთ

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად: 5 მიზეზი, რომ მოგზაურობა ცხოვრების წესად ვაქციოთ

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი