შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ომის ღმერთის“ ქართველი პოლკოვნიკი - "მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო...

„ომის ღმერთის“ ქართველი პოლკოვნიკი – “მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო “გრანატამიოტით” თუ შეიძლებაო”

2 ივლისს 32 წელი სრულდება აფხაზეთის ომის – ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტიდან – ტამიშის დესანტის მოგერიების საბრძოლო ოპერაციის დაწყებიდან. 1993 წლის 1-2 ივლისის ღამეს ტამიშთან მოწინააღმდეგემ საზღვაო დესანტი გადმოსხმა. იმავდროულად, ტყვარჩელის ფრონტიდანაც დაიწყო შემოტევები, რასაც ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა და სოხუმის ბლოკირება მოჰყვა. აფხაზეთის დედაქალაქისკენ გზის გახსნის ოპერაცია 9 ივლისამდე გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ათობით ჩვენი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის ერთ-ერთი პირველი „”ომის ღმერთის”“ ლომკაცი გახლდათ.

სწორედ ასე – ლომკაცს ეძახდნენ თანამებრძოლები “ომის ღმერთს”, ქართული საარტილერიო პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ თემურ ლომთათიძეს არა მარტო გვარისა და აღნაგობის, არამედ იმ სიმამაცის გამო, რომლითაც ქართველი პოლკოვნიკი წინა ხაზზე პირველი ებმებოდა ბრძოლებში.

1949 წლის 18 აპრილს გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში დაბადებულმა თემურ ლომთათიძემ ტამიშთან ბოლო ბრძოლამდე სამხედრო ოფიცრის ურთულესი კარიერა განვლო იმდროინდელ საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში – თბილისის საარტილერიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ციმბირში დისლოცირებულ საარტილერიო ნაწილში მოუწია ლეიტენანტის წოდებით სამხედრო სამსახურის დაწყება, თუმცა ერთ წელში თბილისში დაქორწინდა და შემდეგ ჯერ უნგრეთში, შემდეგ კი ბელარუსში მეუღლესა და პატარა ქალიშვილთან ერთად ეწეოდა ოფიცრის რთულ ცხოვრებას, რომელმაც ის პროფესიონალ არტილერისტად ჩამოაყალიბა.

გარდა წმინდა სამხედრო პროფესიისა, ის სხვა მხრივაც გამორჩეული იყო – მხურვალე ქართული გულით და რუსი ოფიცრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როდესაც მათი ქართველი კოლეგა ყოველთვის ცდილობდა, იქნებოდა ციმბირში, უნგრეთსა თუ ბელარუსში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ქართველი ჯარისკაცები თავის დანაყოფში აეყვანა და მათთვის კარგად შეესწავლებინა არტილერისტის რთული პროფესია, თავისუფალ დროს კი ქართველ ჯარისკაცებს სახლშიც პატიჟებდა და მეუღლის ნახელავი გემრიელი კერძებით უმასპინძლდებოდა, რათა მათ არ დავიწყებოდათ ქართული პურმარილის გემო.

თემურ ლომთათიძე საბჭოთა კავშირის დაშლამდე გავიდა თადარიგში, მაგრამ საქართველოში დატრიალებულმა ურთულესმა მოვლენებმა ისევ სამხედრო სამსახურში დააბრუნა – ცოტა ხნით პირველი პრეზიდენტის გვერდით იყო უმაღლესი საბჭოს შენობაში, ხოლო 1992 წლის 1-ლი აგვისტოდან ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე – პროფესიონალი ოფიცერი და მით უმეტეს, არტილერისტი, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართულ არმიას ჰაერივით სჭირდებოდა… სრულად

  რატომ დახვრიტეს 19 წლის ვერა ვარაზაშვილი – საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი