ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ერთსა და იმავე ციფრებს ეჯახებით? მაგალითად, დაძინებამდე ხედავთ საათის 2:22-ს, დილით ყიდულობთ ყავას 5.55 ლარად, საღამოს კი ამჩნევთ, რომ არჩეული ფილმი გრძელდება 2 საათსა და 22 წუთს.
ანგელოზის ნუმეროლოგია არის რიცხვების ერთობლიობა, რომელიც იპყრობს ყურადღებას, რომლის დანახვისას თქვენ უნებურად ეკითხებით საკუთარ თავს: “რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?”. საათის დრო, მანქანებისა და სახლების ნომრები, ჩეკების ნომრები, ბილეთები, დოკუმენტები – რიცხვ-სიმბოლოები თითქმის ყველგან შეიძლება გამოჩნდეს.
რა რიცხვებს მიაწერენ ნუმეროლოგები ანგელოზის რიცხვებს? უპირველეს ყოვლისა, ერთი და იგივე რიცხვების სამმაგი კომბინაცია – 111, 222 და ა.შ., რომელიც შეიცავს გამეორებებს, მაგალითად, 1515, სარკის რიცხვებს, როგორიცაა 2112 და პალინდრომი, ანუ უცვლელი, თუ ისინი წაიკითხება წინ და უკან: 303.
აი, კერძოდ, რას ნიშნავს იდენტური რიცხვების სამმაგი კომბინაცია ანგელოზის ნუმეროლოგიის მიხედვით. თუ ხშირად წააწყდებით ამა თუ იმ კომბინაციას, მიიღეთ ეს განმარტებები ზრახვებისა და ქმედებების სახელმძღვანელოდ. ანგელოზის ნომრები მუშაობს ისევე, როგორც ჰოროსკოპი!
ანგელოზის ნომერი 111
ნუმეროლოგიაში ნომერ პირველი ნიშნავს ინიციატივას და, შესაბამისად, ერთეულების სამნიშნა კომბინაცია შეგახსენებთ საკუთარი თავის რწმენისა და მოქმედების აუცილებლობას. რიცხვი 111 – განსაზღვრულობისა და თამამი ვალდებულებების სიმბოლო – გიბიძგებთ, გასცდეთ ჩვეულ საზღვრებს და კომფორტის ზონას, იყოთ შთაგონებული ახალი შესაძლებლობებით.
ანგელოზის ნომერი 222
ნომერი ორი სიმბოლოა წონასწორობისა და ჰარმონიის, ხოლო ანგელოზის ნომერი 222 მოგიწოდებთ, დაივიწყოთ ეჭვები – თქვენ სწორ გზაზე ხართ, რომელიც მიგიყვანთ თქვენს სანუკვარ მიზნამდე. 2 ასევე ნიშნავს პარტნიორობას. ამიტომ ეს კომბინაცია შეხსენებას ემსახურება, რომ არ უნდა დაეყრდნოთ მარტო საკუთარ თავს, დროა მიმართოთ პარტნიორს ან მენტორს, რომელიც დაგეხმარებათ წინსვლაში.
ანგელოზის ნომერი 333
ნუმეროლოგიაში სამი ასოცირდება შემოქმედებითობასთან, კომუნიკაციასთან და პიროვნულ ზრდასთან. ისინი, ვინც ყველგან ხედავენ მას, უფრო აქტიურები უნდა იყვნენ სოციალურ ქსელში და გავლენიან ადამიანებს გაუზიარონ თავიანთი იდეები, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა თუ ჰობი. ნომერი 333 გეუბნებათ, რომ ახლა დროა, მეტი ენერგია და კრეატიულობა ჩადოთ იმაში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ანგელოზის ნომერი 444
ოთხის სამმაგი კომბინაცია ჩნდება თქვენ თვალწინ, როცა გრძნობთ შფოთვას და მარტოობას. ეს რიცხვი სიმბოლოა სტაბილურობისა და ძალაუფლების; გვახსენებს, რომ არ დავნებდეთ, არამედ გამოვნახოთ ძალა, გამოვავლინოთ ბუნებრივი პოტენციალი. 444 – მინიშნებაა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება და გყავთ მრავალი მოკავშირე, რომლებიც შთაგაგონებენ ნდობასა და უსაფრთხოებას.
ანგელოზის ნომერი 555
თუ ამ ბოლო დროს რეგულარულად ხვდებით ხუთეულთა სამეულს, მზად უნდა იყოთ მოულოდნელი შესაძლებლობებისა და თავგადასავლებისთვის. ნუმეროლოგიის მიხედვით, ეს კომბინაცია მიუთითებს გახსნილობაზე ახალი შესაძლებლობებისა თუ ნაცნობების მიმართ, რომლებიც ცხოვრების შემცვლელი გახდება. ეს რიცხვი მოითხოვს უცნობის მიღებას, უცნობის შესწავლას და მომავალი ცვლილებების უპირატესობების დანახვას.
ანგელოზის ნომერი 666
ექვსთა სამება არ არის სატანის საშინელი რიცხვი, მაგრამ იმის ნიშანია, რომ უნდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. შეაფასეთ, რამდენად ბედნიერი ხართ ამჟამად და რა უნდა შეიცვალოს სასურველი კმაყოფილების მისაღწევად. 666 არის მოწოდება, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და არ დაეყრდნოთ სხვებს.
ანგელოზის ნომერი 777
სამი შვიდეული სხვადასხვა ინტერპრეტაციით ჩნდება, როცა ძალიან დაძაბული ხართ და მომავლის შიშში ხართ დაკარგული. ანგელოზები გიგზავნიან ამ შიფრს, შვიდეული მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან დაკავებული ხართ ფიქრითა და დარდით, ნაცვლად იმისა, რომ ენდოთ მომენტს და მისცეთ საშუალება მოვლენებს, განვითარდეს თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე.
ანგელოზის ნომერი 888
ნუმეროლოგიაში რიცხვი რვა ნიშნავს უსასრულობას. ეს იღბლიანი რიცხვია – ანგელოზები გეუბნებიან, რომ ცხოვრების სწორ ნაკადში ხართ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. ამავდროულად, კომბინაცია 888 გვახსენებს მადლიერებას და წყალობას სხვების მიმართ. თუ თქვენთან ყველაფერი კარგადაა, დაეხმარეთ მეზობლებს, რათა დადებითი ვიბრაციები გაძლიერდეს და გამრავლდეს გარშემო.
ანგელოზის ნომერი 999
ნუმეროლოგიის მიხედვით, სამი ცხრა სიმბოლოა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი თავის დასრულებისა. დროა, გადაფურცლოთ გვერდი. იქნება ეს პროექტი, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ თუ განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც შეხვდით, ეს ეტაპი დასრულდა – დროა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. 999 არის მომავლის ბილეთის ნომერი, თქვენი პირადი ისტორიის ახალი ეტაპის კოდი.
მასალის გამოყენების პირობები