ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა.
ნინო ანანიაშვილი 1963 წლის 28 მარტს, თბილისში დაიბადა. მამა – გედევან ანანიაშვილი – გეოლოგი;დედა – ლია გოგოლაშვილი – ფილოლოგი.
ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა საზღვარგარეთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.
1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.
აღსანიშნავია რომ ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi