პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამხარეებმა საპატრიარქოსთვის ადრე გადაცემული მიჩენის წესით ტყის ფართობების მართვისა და სახელმწიფოსთან ერთად...

მხარეებმა საპატრიარქოსთვის ადრე გადაცემული მიჩენის წესით ტყის ფართობების მართვისა და სახელმწიფოსთან ერთად შემდგომი განვითარებისა და დახვეწის სამოქმედო გეგმის საკითხებზე ისაუბრეს

ამა წლის 11 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი საპატრიარქოს თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
მხარეებმა საპატრიარქოსთვის ადრე გადაცემული მიჩენის წესით ტყის ფართობების მართვისა და სახელმწიფოსთან ერთად შემდგომი განვითარებისა და დახვეწის სამოქმედო გეგმის საკითხებზე ისაუბრეს.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის ხელმძღვანელი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის მრჩეველი, დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის კოორდინატორი გოჩა არონიშიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ.
  10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი