ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები...

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

  კონკურსი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს — საბავშვო ევროვიზია 2025 თბილისში ჩატარდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი