პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიმოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით

მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით

სტატისტიკურად ყველაზე დიდი მექალთანეები ასტროლოგთა აზრით მშვილდოსნის, ტყუპის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორის გვხვდებიან. სამივე ორმაგი ნიშანია, სამივე მუტაბელურ (ცვალებად) სტიქიას განეკუთვნება, ასე რომ არაფერია გასაკვირი. თუმცა თავად ღალატის მიზეზებია სხვადასხვა. ტყუპს მრავალფეროვნება იზიდავს, მშვილდოსნებს თავგადასავლები და სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნადირობის პროცესი, ხოლო თევზები ზედმეტი ხათრიანობის გამო აგროვებენ მეგობარი ქალების მთელ არსენალს და ხშირად ერთთან და ორთან კი არა, სამ ან ოთხ ქალთანაც აქვთ გაჩაღებული მხურვალე რომანი.

გაცილებით ერთგულები არიან ურთიერთობაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ლომი და ვერძი. ლომი ბუნებით ზარმაცია, ამიტომ თუკი ისეთი ქალი იპონა, რომელიც მას ყოველმხრივ ან თითქმის ყოველმხრივ აკმაყოფილებს, სავარაუდოდ ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობის სურვილი ნაკლებად გაუჩნდება. რაც შეეხება ვერძს, იგი იდეალისტია. ამიტომ მანამ სანამ სატრფო ზეაღმატებულ ხარისხში ჰყავს აყვანილი, სხვა ქალების არსებობას თავის გარშემო პრაქტიკულად ვერც კი ამჩნევს.

ტყუპს ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ჰაერის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ მათ ინდივიადუალურ კოსმოგრამაში მიწის სტიქიის დომინანტობა არ იგრძნობა სასწორები და მერწყულებიც პოლიგამიისკენ არიან მიდრეკილნი.

რაც შეეხება კირჩხიბს და მორიელს, ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის განსხვავება ისეთივე დიდია, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. თუმცა ღალატისკენ მიდრეკილი მათ შორის კირჩხიბი უფროა ვიდრე მორიელი. მორიელი თუ ღალატობს კიდეც, ამისკენ ძირითადად პარტნიორის საქციელი და შურისძიების გრძნობა უბიძგებს… ვრცლად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

  ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი