თიკა ჯამბურია ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას ქორწილს ქალიშვილთან ერთად დაესწრო.
ულამაზესი საქორწინო წვეულება სიცილიაზე გაიმართა.
თიკამ ახლახან გამოაქვეყნა კადრი ქორწილიდან, სადაც მისი ქალიშვილი ჩანს და დაწერა, რომ როცა გამოხმაურებებს კითხულობდა, კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რა კარგი წრე ჰყავს თავად:
„გუშინდელი დღის სტატიების სათაურებს და კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები, რომ ძალიან მაგარი, შეგნებული და ცხოვრებაზე შეყვარებული გარემო მყავს, მიხარია, რომ ნაკლებად ბოროტი ადამიანი გვყავს გვერდზე… მიხარია, რომ ისინი, ვინც ილანძღებიან და ვერ გვიგებენ, ჩვენს გარემოში არ ითვლებიან და კარგია, რომ მაგ კატეგორიის ხალხს არ მოვწონვართ, ანუ სწორად ვცხოვრობთ და სწორ გზაზე ვართ…“
მასალის გამოყენების პირობები