სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„მთელი საქართველოს მასშტაბით წელს ჩემი თაოსნობით დაირგო დაფნის 70 000 ნერგი“ -...

„მთელი საქართველოს მასშტაბით წელს ჩემი თაოსნობით დაირგო დაფნის 70 000 ნერგი“ – მეწარმე

„მთელი საქართველოს მასშტაბით წელს ჩემი თაოსნობით დაირგო დაფნის 70 000 ნერგი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუთან“ ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდებარე დაფნის სანერგეს დამფუძნებელმა, მეწარმე აკაკი ჯობავამ განაცხადა.

მანვე ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ტრაქტორების კუთხით დეფიციტია. ჯობავას თქმით, აპირებს რომ გააფართოოს ნერგების წარმოება და შეძლებისდაგვარად შეიძინოს ტექნიკაც.

„რამდენი ხანია დაფნის წარმოებას ვემსახურები. ჩვენ დარგვის მომსახურებაც გვაქვს, მაგალითად, მთელი საქართველოს მასშტაბით წელს ჩემი თაოსნობით დაირგო 70 000 ნერგი, რამდენიმე გაყიდული მაქვს გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერი ან დეპუტატი რომ ვიყო, როცა ვხედავ რომ ახალგაზრდა ადამიანს სოფლის მეურნეობის კუთხით გეგმები აქვს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ემსახურება, გამოვიჩენ ყურადღებას.. საერთოდ არავინ მოსულა, არავის უკითხავს – დახმარება ხომ არ გჭირდებათო. ელემენტარული რომ დაგვჭირდეს, ტრაქტორს ვერ იშოვი კაცი, რიგში უნდა ჩადგე. საკუთარი ძალებით ვაპირებთ რომ გავფართოვდეთ, იქნებ ტექნიკაც შევიძინოთ და დავხვეწოთ ჩვენი ბიზნესი“, – განაცხადა აკაკი ჯობავამ.

ჯობავა აღნიშნავს, რომ ნერგის ღირებულება საშუალოდ 1.5 ლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება ვაჭრობას, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 965 ტონა დაფნის ფოთოლი, რომლის ღირებულებამაც 4.05 მილიონი დოლარი შეადგინა. დაფნის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში მეტწილად ჩინეთსა და რუსეთში განხორციელდა, დანარჩენი ქვეყნების წილი კი მცირედი იყო. კერძოდ, ჩინეთში ექსპორტირებულია 659 ტონა ქართული დაფნა (2.74 მლნ დოლარის), ხოლო რუსეთში 177 ტონა (951 ათასი დოლარის ღირებულების).

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ილონ მასკის სოციალური ქსელი ,,იქსი" 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხით ჯარიმდება - საინტერესო დეტალები
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი