ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე,...

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“ – მეუფე სტეფანე

 „მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისი თქმით, იგი ენდობა უწმინდესს, ენდობა მის გამორჩეულ ადამიანს.

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია.

მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით.

მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით.
მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის იქნება პრობლემა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე მორჩილი ვარ , მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას იზამს, მე მაგაზე ვერ ვაგებ პასუხს” – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

  „ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია - როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს“-ზაზა ფაჩულია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი