ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში...

„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

ნიგერიაში მცხოვრები რისიკატი და მისი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების გამო მიატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა. როდესაც ჩემი შვილები არაბულის გაკვეთილებზე დადიან, ბავშვები მათ დასცინიან, ეუბნებიან, რომ მათ ალქაჯის თვალები აქვთ.

ჩემს ქმარზე ზეგავლენას ყველაზე მეტად ოჯახი ახდენდა.მათ აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ ბავშვებს ცისფერი თვალები ჰქონდათ. ამ ყველაფერმა ბოლოს შედეგი გამოიღო და ჩემმა ქმარმაც ჩვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა“,- ამბობს რისიკატი.

რისიკატი ახლა მშობლების სახლში ცხოვრობს. ის და მისი ოჯახი პირველები არ არიან, ვისაც სამშობლოში თვალების ფერი გამო პრობლემა შეექმნათ.

„როდესაც მეზობლები მხედავენ ისინი ამბობენ -„შეხედეთ მათ რანაირები არიან, როგორი თვალები აქვთ. ბავშვები მირბიან მშობლებთან და ეუბნებიან – შეხედეთ მათ უცნაურ თვალებს.

ჩემს ოჯახში პირველი ვარ, ვისაც ასეთი თვალები აქვს. როდესაც სკოლაში დავდიოდი, გამოკვლევებიც კი ჩამიტარეს თვალებზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ანომალია იყო. მაგრამ მე მხედველობის პრობლემები არ მაქვს და არც ჩემს შვილებს. ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.

რისიკატის ქმარი უარყოფს იმ ფაქტს, რომ ოჯახი ცისფერი თვალების გამო მიატოვა.

  ათობით კაცისგან გაუპატიურებულმა ქალმა, სასამართლოზე მეუღლის დანაშაულებებზე ისაუბრა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი