ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიმეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება

მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება

თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება. დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით პროექტი შეიმუშავა, რომელიც სატრანსპორტო და ქვეითთა მოძრაობას უფრო ორგანიზებულსა და უსაფრთხოს გახდის.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ამჟამად აღნიშნულ ლოკაციაზე ქაოტური მდგომარეობაა, რაც პრობლემას უქმნის როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ისე კერძო ავტომფლობელებსა და ქვეითებს. მისივე თქმით, ახალი სქემა მოიცავს ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი ბაქნების მოწყობას, სპეციალურ ელემენტებს ქვეითთა უსაფრთხოებისთვის და გარემოს გამწვანების კომპონენტსაც.

კალაძის განცხადებით, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც — ავტობუსები ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ შეხვევით იმოძრავებენ, ასევე დაემატება ავტობუსების ცალკე ზოლი წერეთლის გამზირიდან დიდუბის მეტროს ზედა გასასვლელამდე, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს და სწრაფს გახდის.

პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძის ფუნქციური და ვიზუალური გაუმჯობესება, რაც დადებითად აისახება მგზავრთა ნაკადებზე, ტრანსპორტის მოძრაობაზე და საცობების შემცირებაზე.

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  მეგობრობა და სიყვარული იქნება მთავარი თემები - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი