პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამესტიაში საკურა დაირგო - მესტია იქნება ერთ-ერთი სიმბოლო ქართველი და იაპონელი ხალხის...

მესტიაში საკურა დაირგო – მესტია იქნება ერთ-ერთი სიმბოლო ქართველი და იაპონელი ხალხის მრავალწლიანი მეგობრობის

მესტიაში საკურა დაირგო
დაბა მესტიაში, იაპონური ალუბლის ხის – საკურას ძირები დაირგო.
საკურას ხეები, დაბა მესტიაში, სგიმიერის სკვერში, “კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის” ეზოსა და “მესტიის სათავგადასავლო პარკში” დაირგო.
იაპონური ალუბლის ხეების დარგვის ღონისძიებაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად მონაწილეობდნენ იაპონიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გოსუკე ჰორიგუჩი,
საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელი, ჯუნჯი ვაკუი და “იაპონიის ალპური კლუბის” წარმომადგენლობა მარკ იოშიკავასთან ერთად.
ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. მესტიის სათავგადასავლო პარკში წარმოდგენილი იყო მარკ იოშიკავას ფოტოგამოფენა, რომელიც 1971 წელს კავკასიაში მოგზაურობას ასახავს.
ღონისძიება იაპონიის ალპური კლუბის დაარსებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. საკურას როგორც იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილის, მესტიის მუნიციპალიტეტში დარგვით, მესტია იქნება ერთ-ერთი სიმბოლო ქართველი და იაპონელი ხალხის მრავალწლიანი მეგობრობის.
პროექტს მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა , 2024 წლიდან ახორციელებს იაპონიის ალპურ კლუბთან მჭიდრო თანამშრომლობით.
  ჯეჯილი, სანთლები და სიმბოლოები – სააღდგომო ინტერიერის აუცილებელი ელემენტები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი